რუსთაველის გამზირზე 1 პირი დააკავეს - კვირის პალიტრა

რუსთაველის გამზირზე 1 პირი დააკავეს

პოლიციამ რუსთაველის გამზირზე 1 პირი დააკავა.

მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა, პოლიციამ ჭიჭინაძის ქუჩაზე 1 პირი - თორნიკე ტიკარაძე დააკავა.

სავარაუდოდ, პოლიციამ მოქალაქე გზის გადაკეტვის საბაბით დააკავა.

დამატებით დეტალებს "ინტერპრესნიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

"ინტერპრესნიუსი"