რა ღირს ოქროს ბეჭედი თბილისის "ოქროს ბირჟაზე" - "35%-ით გაძვირდა და..." - კვირის პალიტრა

რა ღირს ოქროს ბეჭედი თბილისის "ოქროს ბირჟაზე" - "35%-ით გაძვირდა და..."

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სექტემბერში გასულ წელთან შედარებით, საქართველოში საქორწინო ბეჭედი 35%-ით გაძვირდა.

როგორც თბილისის „ოქროს ბირჟაზე“ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, ამ ეტაპზე, სტანდარტული გრამაჟობის საქორწინო რგოლის შესაძენად, დაახლოებით, 4 000 ლარია საჭირო.

„დაახლოებით 1 წლის წინ, 270 ლარი ღირდა გრამი ე.წ. ბაჯაღლო ოქრო. 250-240 ლარიც იყო ცოტა ხანი, აიწევდა, მერე ისევ დაიწევდა, მაგრამ ეხლა ძალიან შეიცვალა სიტუაცია. ამ ეტაპზე, 370 ლარი ღირს გრამი ე.წ. ბაჯაღლო და დაახლოებით 1 კვირის წინ, 400 ლარიც იყო“, - აცხადებენ ოქროს ბირჟაზე.

განაგრძე კითხვა