ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ 7-დღიანი პატიმრობის შემდეგ იზოლატორი დატოვა
საპროტესტო აქციაზე დაკავებულის, მსჯავრდადებულ ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.
7-დღიანი პატიმრობის შემდეგ ის დაწესებულებიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ ცეცხლაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებით, მას 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
ზურაბ ცეცხლაძეს შსს ცეცხლაძეს რუსთაველის გამზირზე გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.
"ინტერპრესნიუსი"