რამდენით დაჯარიმდებით, თუ დეკლარაციას არ შეავსებთ - ყველაფერი, რაც ქონების გადასახადზე უნდა ვიცოდეთ - კვირის პალიტრა

რამდენით დაჯარიმდებით, თუ დეკლარაციას არ შეავსებთ - ყველაფერი, რაც ქონების გადასახადზე უნდა ვიცოდეთ

სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექ­სის თა­ნახ­მად, იმ ოჯა­ხებს, რო­მელ­თა შე­მო­სა­ვა­ლიც 2024 წელს 40 000-ს აღე­მა­ტე­ბო­და და რამე სა­ხის ქო­ნე­ბას ფლო­ბენ, 15 ნო­ემ­ბრამ­დე ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დის გა­დახ­და უწევთ. მა­ნამ­დე კი, 1 ნო­ემ­ბრამ­დე, დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბაა სა­ჭი­რო. გა­ნაკ­ვე­თი 40 000 ლა­რი­დან 100 000 ლა­რამ­დე შე­მო­სა­ვალ­ზე 0.05%-დან 0.2%-მდე მერ­ყე­ობს, ხოლო თუ შე­მო­სა­ვა­ლი 100 000 ლარს აღე­მა­ტე­ბა 2024 წლის 12 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, მა­შინ გვი­წევს 0.8-დან 1%-მდე გა­ნაკ­ვე­თი. 1 ნო­ემ­ბრამ­დე დეკ­ლა­რა­ცი­ის შე­უვ­სებ­ლო­ბის, 15 ნო­ემ­ბრამ­დე კი ქო­ნე­ბის გა­დახ­დის გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო, ფი­ზი­კურ პირს ფი­ნან­სუ­რი სან­ქცია ეკის­რე­ბა. ცნო­ბის­თვის, ემიგ­რა­ცი­ი­დან გზავ­ნი­ლი თან­ხა 40 ათას ლა­რი­ან ზღვარ­ში არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბა.

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ხში­რად დას­მუ­ლი კი­თხვა - დეკ­ლა­რა­ცი­ის წა­რუდ­გენ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რო­გორ და­ან­გა­რიშ­დე­ბა ჯა­რი­მე­ბის მო­ცუ­ლო­ბა, რამ­დე­ნით და­ჯა­რიმ­დე­ბა პირი?

"ჯა­რი­მებს აქვს 2 ნა­წი­ლი, ერთი არის დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბის წა­რუდ­გენ­ლო­ბა­ზე და მე­ო­რე - გა­და­სა­ხა­დის არ გა­დახ­და­ზე. მა­გა­ლი­თად, თუ დეკ­ლა­რა­ცია სა­ერ­თოდ არ წარ­ვად­გი­ნეთ, რაც უნდა გა­დაგ­ვე­ხა­და, იმას ემა­ტე­ბა სა­უ­რა­ვის სა­ხით ამ თან­ხის 5%. თუმ­ცა, თუ გა­და­ცი­ლე­ბა 2 თვე­ზე მე­ტია, მა­შინ ამ თან­ხის 10%-ით ვჯა­რიმ­დე­ბით. გააგრძელეთ კითხვა