საქართველოს მონაკოს პრინცესა ესტუმრა - რა ფოტოებს აქვეყნებს პრინცესა შარლინი სოციალურ ქსელში - კვირის პალიტრა

საქართველოს მონაკოს პრინცესა ესტუმრა - რა ფოტოებს აქვეყნებს პრინცესა შარლინი სოციალურ ქსელში

სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ნა­კოს პრინ­ცე­სა, შარ­ლინ უიტსტო­კი, ძმას­თან, გა­რეტ­თა და მო­ნა­კო­ელ მო­რაგ­ბე­ებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ის 29 ოქ­ტომ­ბერს მარ­ტყო­ფის მო­რაგ­ბე­თა ბა­ზა­ზე გა­მარ­თულ 16 წლამ­დელ­თა 7-კაცა თა­მა­შებს და­ეს­წრო. პრინ­ცე­სას თან ახ­ლდნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში წი­თე­ლი ჯვრის პრე­ზი­დენ­ტი, ქალ­ბა­ტო­ნი ნა­თია ლო­ლა­ძე და სა­ქარ­თვე­ლოს რაგ­ბის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, და­ვით კა­ჭა­რა­ვა.

თა­მა­შებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ასე­ვე მო­ნა­კოს გუნ­დე­ბიც. ღო­ნის­ძი­ე­ბის მი­ზა­ნი ახალ­გაზ­რდებ­ში სპორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია იყო. შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცია და ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პრინ­ცე­სას ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრინ­ცე­სა შარ­ლი­ნი მო­ნა­კოს რაგ­ბის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტია.

ფოტოები იხილეთ ბმულზე