"ჯერ იყო და თითქმის ყოველი მეორე "ქოცი" უნიჭოს მეძახდა... “პოლიტიკას შეეშვი და იმღერე, გვევასები” - თი არ ვიკერები" - რას წერს მაია დარსმელიძე? - კვირის პალიტრა

"ჯერ იყო და თითქმის ყოველი მეორე "ქოცი" უნიჭოს მეძახდა... “პოლიტიკას შეეშვი და იმღერე, გვევასები” - თი არ ვიკერები" - რას წერს მაია დარსმელიძე?

"შემეშვით, არავითარი აზრი არ აქვს ამ თქვენს ზე ზრდილობიან ნოტაციებს…" - რას წერს მუსიკოსი მაია დარსმელიძე

მუსიკოსი მაია დარსმელიძე სოციალურ ქსელში წერს:

"ჯერ იყო და თითქმის ყოველი მეორე "ქოცი" უნიჭოს მეძახდა. მერე “ბილწსიტყვაობით” მათი ყურადღება მივიზიდე, "დამსერჩეს" და ახლა ახალი ტენდენცია შეინიშნება: ყოველი მეოთხე მწერს, რომ “როგორც მუსიკოსს მაფასებს, მაგრამ…” ახლა სწორედ ამ “მაგრამებს” გიმიზნებთ და იქიდან 3 უნებლიე "ქოცსაც" თუ გაგაგებინეთ სიმართლე და “მოგაქციეთ”, ისიც საქმეა..

ჩემს იუთუბარხზე იმ ტრეკს, რომელიც ძალიან მიყვარს - ორმოცდაათი ათასი (50 000) ნახვა აქვს და ტრეკს, რომელშიც სიმართლეს “ცუდი სიტყვებიც გავურიე” - ორას ოთხმოცი ათასი (280 000) ნახვა აქვს. ეს ნახვები და რეპორტების რა რაოდენობით მაფერხებენ გინდა იუთუბზე და გინდა ფბ-ზე, კიდე ცალკე თემაა.

“პოლიტიკას შეეშვი და იმღერე, გვევასები” - თი არ ვიკერები. არც ერთი მსმენელი არ მინდა, ვისთანაც იდეოლოგიური თანხვედრა არ მაკავშირებს. ეგ რომ მეკიდოს და სადაც “რადიკალს” მიწერთ, რომ როგორც მუსიკოსს მაფასებთ, წარმოიდგინეთ, "ქოცი" რომ ვყოფილიყავი, როგორ დამაფასებდით.

ასე რომ, შემეშვით, არავითარი აზრი არ აქვს ამ თქვენს ზე ზრდილობიან ნოტაციებს… არ “შევიცვლები”, სანამ თავად არ გადავწყვეტ და ნუ შემ**ით, თუ შეიძლება,"- წერს მაია დარსმელიძე.