ხინკლის "ტორტი" და ახლობლების წრე - როგორ აღნიშნა გიორგი მიქაუტაძემ დაბადების დღე?
ყველასთვის საყვარელი ბომბარდირი 25 წლისაა. დიახ, 31 ოქტომბერი საქართველოს ნაკრებისა და ესპანური "ვილიარეალის" ფეხბურთელის გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძის დაბადების დღეა.
გიორგი 2000 წელს საფრანგეთის ქალაქ ლიონში დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობა საფრანგეთში გაატარა, ის ქართულად გამართულად ლაპარაკობს, ამაყობს ქართველობით და ერთი წუთითაც არ უყოყმანია, როდესაც საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს.
"სულ ვამბობ, რომ ძალიან მიყვარს საქართველო, მაგრამ მინდა სხვა რაღაც ვთქვა და არ ვიცი, როგორ - უსასრულოდ მიყვარს საქართველო და ხალხი", - ამბობს გიორგი ინტერვიუში "ჯეო თიმთან". ის მუდამ აღნიშნავს, რომ ამაში უდიდესი როლი მისმა მშობლებმა ითამაშეს, რომლებმაც ემიგრანტობაში შვილებს არც მშობლიური ენა დაუკარგეს და არც სამშობლოს სიყვარული.
19:42 / 31-10-2025 ყველასთვის საყვარელი ბომბარდირი 25 წლისაა. დიახ, 31 ოქტომბერი საქართველოს ნაკრებისა და ესპანური "ვილიარეალის" ფეხბურთელის გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძის დაბადების დღეა.
გიორგი 2000 წელს საფრანგეთის ქალაქ ლიონში დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობა საფრანგეთში გაატარა, ის ქართულად გამართულად ლაპარაკობს, ამაყობს ქართველობით და ერთი წუთითაც არ უყოყმანია, როდესაც საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს.
"სულ ვამბობ, რომ ძალიან მიყვარს საქართველო, მაგრამ მინდა სხვა რაღაც ვთქვა და არ ვიცი, როგორ - უსასრულოდ მიყვარს საქართველო და ხალხი", - ამბობს გიორგი ინტერვიუში "ჯეო თიმთან". ის მუდამ აღნიშნავს, რომ ამაში უდიდესი როლი მისმა მშობლებმა ითამაშეს, რომლებმაც ემიგრანტობაში შვილებს არც მშობლიური ენა დაუკარგეს და არც სამშობლოს სიყვარული.
გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია. ის გახდა ევრო 2024-ის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი, რაც ქართული სპორტის ისტორიაში უპრეცედენტო შედეგია.
რაც შეეხება დაბადების დღეს, სოციალურ ქსელებში მას ათასობით გულშემატკივარი ულოცავს, როგორც საქართველოდან, ასევე საფრანგეთიდან და ესპანეთიდან.
"გილოცავთ დაბადების დღეს, ჟორჟ, ამ წარწერით გამოაქვეყნა Villarreal CF - ის ოფიციალურმა "ფეისბუქგვერდმა" გიორგის ფოტო.