ვინ თავისუფლდება ქონების გადასახადისგან - დეტალები და იურისტის განმარტება
საგადასახადო კოდექსის თანახმად, იმ ოჯახებს, რომელთა შემოსავალიც 2024 წელს 40 000-ს აღემატებოდა და რამე სახის ქონებას ფლობენ, 15 ნოემბრამდე ქონების გადასახადის გადახდა უწევთ. დეკლარაცია 1 ნოემბრამდე უნდა შევსებულიყო (გამომდინარე იქიდან, რომ 1 ნოემბერი არასამუშაო დღეა, წარდგენის ბოლო ვადა, ორშაბათი, 3 ნოემბრის, 24:00 საათია). განაკვეთი 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე შემოსავალზე 0.05%-დან 0.2%-მდე მერყეობს, ხოლო თუ შემოსავალი 100 000 ლარს აღემატება 2024 წლის 12 თვის განმავლობაში, მაშინ გვიწევს 0.8-დან 1%-მდე განაკვეთი. 1 ნოემბრამდე დეკლარაციის შეუვსებლობის, 15 ნოემბრამდე კი ქონების გადახდის გადაუხდელობის გამო, ფიზიკურ პირს ფინანსური სანქცია ეკისრება. ცნობისთვის, ემიგრაციიდან გზავნილი თანხა 40 ათას ლარიან ზღვარში არ გაითვალისწინება.
ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვა - დეკლარაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, როგორ დაანგარიშდება ჯარიმების მოცულობა, რამდენით დაჯარიმდება პირი?
"ჯარიმებს აქვს 2 ნაწილი, ერთი არის დეკლარაციების წარუდგენლობაზე და მეორე - გადასახადის არ გადახდაზე. მაგალითად, თუ დეკლარაცია საერთოდ არ წარვადგინეთ, რაც უნდა გადაგვეხადა, იმას ემატება საურავის სახით ამ თანხის 5%. თუმცა, თუ გადაცილება 2 თვეზე მეტია, მაშინ ამ თანხის 10%-ით ვჯარიმდებით.
მეორე ნაწილი, თუ გადასახადის გადახდის ვადად განსაზღვრულია 15 ნოემბერი, ყოველ დაგვიანებულ დღეზე გვემატება დეკლარაციით გადასახდელი თანხის 0.05% (დამატებით). რამდენი ხანიც დავაგვიანებთ, იმ პერიოდის განმავლობაში დაგვეკისრება ეს საურავი". გააგრძელეთ კითხვა