"როდესაც მამუკას საშინელი ამბავი მოხდა, დედაჩემი ამბობდა, სიზმარში ჯანსუღი მოდის და საწოლთან ზის, თავზე ხელს მისვამს და მეფერებაო..." - თაკო ჩარკვიანი ძმის ცხოვრებასა და ბოლო დღეებზე
"დედამ მამუკას გარდაცვალების შესახებ არ იცის... მამუკას საშინელი ამბავი რომ მოხდა, ამბობდა, სიზმარში ჯანსუღი მოდის და რატომ, ვერ გავიგეო"
ამდენი გულწრფელი ცრემლი და სიყვარული ადამიანებს იშვიათად გაჰყოლიათ. მამუკა ჩარკვიანს ეს ნამდვილად ერგო. ყველანაირი გემოვნების, ასაკის, წარმომავლობის ადამიანისთვის მისაღები აღმოჩნდა მისი შემოქმედება. თითოეული ადამიანის გულამდე მივიდა, საუკეთესო ნამუშევრები შექმნა და დატოვა... ალბათ ისიც იშვიათად ყოფილა, პოეტი მამის შემოქმედება ვინმეს ასე ლამაზად აემღერებინოს... მან ეს შეძლო...
როგორია მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების შემდეგ მისი დის - თაკო ჩარკვიანის ემოციები და როგორ იხსენებს საყვარელ ძმას, ამაზე მასთან AMBEBI.GE-მ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
- არც ვიცი, რა ვთქვა და ეს ყველაფერი როგორ ავხსნა... ურთულესი და უმძიმესია... მას მერე, რაც ჯანსუღი გარდაიცვალა, მე და ჩემი მეუღლე დედაჩემთან გადმოვედით, რადგან მძიმედ არის. ვინც უვლის, არაჩვეულებრივი ადამიანია, მაგრამ მისი დატოვება მხოლოდ მომვლელისთვის არ შემიძლია... დედამ მამუკას გარდაცვალების შესახებ არ იცის... უმძიმესი პაციენტია - გულის ოპერაცია აქვს გაკეთებული, კიდევ საოპერაციოა, მაგრამ ასაკის გამო ვერ ვუკეთებთ. აქვს 100%-იანი სიბრმავე, ფეხზე ვერ დგება, მთლიანად მოწყვეტილია. პერიოდულად მეკითხება, როგორ არის მამუკა, რადგან ასე იცის, რომ სახლშია (პარკინსონის გამო ხშირად ვერ ელაპარაკებოდა ხოლმე და ამ შემთხვევაშიც ეს მოვიშველიეთ). ხომ იცი, რომ უჭირს და არ ვაწვალოთ-მეთქი. არა, ოღონდ კარგად იყოს, ნუ დამელაპარაკებაო... ერთი პერიოდი მეუბნებოდა, - თუ კარგადაა, ასე დიდხანს რეანიმაციაში რატომ გყავსო?!

იმ პერიოდში როდესაც მამუკას საშინელი ამბავი მოხდა, ამბობდა, ალბათ ამ ქვეყნიდან მივდივარ, რადგან სამი დღეა, სიზმარში ჯანსუღი მოდის და საწოლთან ზის. რატომ მოდის, ვერ გავიგე?! თავზე ხელს მისვამს და მეფერებაო... მე მჯერა და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დიდი და უზარმაზარი კოსმიური ძალა არსებობს და ეს ყველაფერი ამის დამსახურებაა... მოკლედ, მე და დედა ერთად ვართ... ამ სახლიდან ჩანს მამუკას სახლი და მისი აივანიც, რომლის დანახვაც ადვილი არ არის...
"მამუკა ჩემია"
- მისი უახლოესი ძმაკაცი, კლასელი და თანაეზოელი თემურ გაფრინდაშვილი, რომელმაც ბოლომდე ძმობა გაუწია, დამეთანხმება, რომ ბავშვობაში ჩემი პირველი წინადადება იყო - „მამუკა ჩემია“. ამას რომ ვამბობდი, მისი მეგობრები ეზოდან მაბრაზებდნენ და მეუბნებოდნენ, - „არა, ჩემია“. დედისგან ვიცი, სანამ არ აგატირებდნენ, არ ჩერდებოდნენო.

უფროსი იყო მამუკა. ბავშვობაში უფროსი ძმა, ჩემთვის განსაკუთრებული რამ იყო და ასეთივე დამოკიდებულება მქონდა. როცა უკვე წამოვიზარდე, საერთო სამეგობროც გვყავდა. ჩემს დაბადების დღეზე მამუკა თავისი მეგობრებით მოდიოდა და მის დაბადების დღეზე - პირიქითაც ხდებოდა. ჩვენი დამეგობრება და დაძმაკაცება IX-X კლასში რომ ვიყავი, მაშინ მოხდა, მანამდე უფროსი ძმა იყო. გააგრძელეთ კითხვა