აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს - კვირის პალიტრა

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, მოქალაქეებმა­ საავტომობილო გზა გადაკეტეს.

აქციის მონაწილეების მიერ გზის გადაკეტვის შემდეგ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს, საავტომობილო გზის გახსნიკენ მოუწოდეს.

მომიტინგეები, რომლებიც ყოველდღიურად იკრიბებიან პარლამენტთან, ითხოვენ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას.