ბუდუ ზივზივაძის სადებიუტო გოლი ბუნდესლიგის ახალ სეზონში - "ჰაიდენჰაიმმა" "აინტრახტთან" ქულა მოიპოვა - კვირის პალიტრა

ბუდუ ზივზივაძის სადებიუტო გოლი ბუნდესლიგის ახალ სეზონში - "ჰაიდენჰაიმმა" "აინტრახტთან" ქულა მოიპოვა

ბუნდესლიგის მეცხრე ტურში „ჰაიდენჰაიმი“ საკუთარ მოედანზე ფრანკფურტის „აინტრახტს" დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

ბუდუ ზივზივაძემ მასპინძლები 32-ე წუთზე დააწინაურა. მან მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა.

მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში სტუმრები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, 55-ე წუთზე რასმუს კრისტენსენმა გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ამრიგად, „ჰაიდენჰაიმი" 5 ქულით ჯერჯერობით ბოლო, მე-18 ადგილზეა და 8 ნოემბერს ლევერკუზენში „ბაიერს“ შეხვდება. წყარო