პუტინთან, ლუკაშენკოსთან და სხვებთან ერთად RSF-მა ბიძინა ივანიშვილი 2025 წლის "პრესის თავისუფლების მტაცებელთა" სიაში შეიყვანა - კვირის პალიტრა

პუტინთან, ლუკაშენკოსთან და სხვებთან ერთად RSF-მა ბიძინა ივანიშვილი 2025 წლის "პრესის თავისუფლების მტაცებელთა" სიაში შეიყვანა

პუ­ტინ­თან, ლუ­კა­შენ­კოს­თან და სხვებ­თან ერ­თად, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი 2025 წლის პრე­სის თა­ვი­სუფ­ლე­ბის მტა­ცე­ბელ­თა სი­ა­ში მოხ­ვდა,- შე­სა­ბა­მის სიას ორ­გა­ნი­ზა­ცია “რე­პორ­ტი­ო­რე­ბი სა­ზღვრე­ბის გა­რე­შე” (RSF) ავ­რცე­ლებს.

“ისი­ნი კლა­ვენ, აჩუ­მე­ბენ, აპა­ტიმ­რე­ბენ და თავს ეს­ხმი­ან ჟურ­ნა­ლის­ტებს, გუ­და­ვენ მე­დი­ას, აკ­ნი­ნე­ბენ ჟურ­ნა­ლიზმს, ან მის კა­ნო­ნებს იყე­ნე­ბენ პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ით მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის­თვის. კი­დევ ერთხელ, 2025 წელს, მე­დი­ის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი სულ უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მტა­ცებ­ლუ­რი ტექ­ნი­კის სა­მიზ­ნე გახ­დნენ…ისი­ნი მო­ი­ცა­ვენ მათ, ვინც წლე­ბია და­უნ­დობ­ლად დევ­ნი­ან მე­დი­ას - ჩი­ნე­თის კო­მუ­ნის­ტურ პარ­ტი­ას და სი ძინ­პინს, რო­გორც მის მე­თა­ურს, სა­უ­დის არა­ბე­თის მო­ჰა­მენ ბინ სალ­მანს, ვლა­დი­მირ პუ­ტინ­სა და ალექ­სან­დრ ლუ­კა­შენ­კოს. ყვე­ლა მათ­გან­მა 2025 წელს კი­დევ ერთხელ გა­მო­ი­ჩი­ნა თავი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და მე­დი­ის გა­უ­ჩე­რე­ბე­ლი დევ­ნით…

ვი­ნა­ი­დან ისი­ნი გუ­და­ვენ მე­დი­ას ან მას უკა­ნო­ნო სა­სა­მარ­თლო ზე­წო­ლის ობი­ექ­ტად ხდი­ან, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ბრენ­დან კარი, კამ­ბო­ჯის პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლე სენგ ჰე­ან­გი, და ქარ­თვე­ლი მი­ლი­არ­დე­რი ოლი­გარ­ქი და ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი შე­სუ­ლი არი­ან 2025 წლის მტა­ცე­ბელ­თა სი­ა­ში,” - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან ერ­თად სი­ა­ში ასე­ვე არი­ან ჰა­ი­ბა­ტუ­ლა ახუნ­ძა­და (ავ­ღა­ნე­თი), ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი (რუ­სე­თი), და­ნი­ელ ორ­ტე­გა (ნი­კა­რა­გუა), ალექ­სან­დრ ლუ­კა­შენ­კო (ბე­ლა­რუ­სი), ილ­ჰამ ალი­ე­ვი (აზერ­ბა­ი­ჯა­ნი), ალი ხა­მე­ნეი (ირა­ნი), ნი­კო­ლას მა­დუ­რო (ვე­ნე­სუ­ე­ლა), ვიქ­ტორ ორ­ბა­ნი (უნ­გრე­თი), ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი, ჩი­ნე­თის კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტია, ალექ­სან­დარ ვუ­ჩი­ნი (სერ­ბე­თი), ბურ­კი­ნა-ფა­სოს სამ­ხედ­რო ხუნ­ტა, რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნი (თურ­ქე­თი), მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნი (რუ­სე­თი), ილონ მას­კი (აშშ), ხა­ვი­ერ მი­ლეი (არ­გენ­ტი­ნა), რო­ბერტ ფიცო (სლო­ვა­კე­თი) და სხვე­ბი. ვრცლად