"კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, თათა ფერაძის სასამართლო გადაიდო და იგი დარბაზიდან გაათავისუფლეს - კვირის პალიტრა

"კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, თათა ფერაძის სასამართლო გადაიდო და იგი დარბაზიდან გაათავისუფლეს

"კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, თათა ფერაძის სასამართლო გადაიდო და იგი დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ინფორმაციას პარტია „დროა“ ავრცელებს.

პარტიის ინფორმაციით, გზის გადაკეტვის საქმეზე მისი პროცესი გადაიდო 4 ნოემბრისთვის, პროცესი 14:20 საათზე ჩაინიშნა.

„მტკიცებულებების არარსებობისა და დარღვევების გამო - ოქმში დაკავების დრო და დამკავებელი არ ეწერა, ვიდეო მტკიცებულებაში კი თათა ფერაძე ტროტუარზე დგას. შსს დაევალა ეს ინფორმაცია და დამატებითი მტკიცებულებები წარმოადგინოს“,-აღნიშნულია „დროას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თათა ფერაძე 2 ნოემბერს დააკავეს. მას რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას ედავებოდნენ.

"ინტერპრესნიუსი"