"მამა მკვლელობის შემდეგ არსად გაქცეულა... მამა მიიყვანეს ამ მდგომარეობამდე" - ინტერვიუ ბრალდებულის შვილთან
თელავის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და 43 წლის ზურა ზურაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულს მეგობრის, თემურ (დემურ) ღვედაშვილის მკვლელობა და ყოფილი ცოლის ნათია კანდელაკიშვილის დაჭრაში ედება ბრალი. მკვლელობა 29 ოქტომბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში მოხდა. კაცმა ყოფილ ცოლსა და მის მეგობარ მამაკაცს სანადირო თოფიდან ესროლა. 47 წლის კაცი, თემურ (დემურ) ღვედაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ქალი, ნათია კანდელაკიშვილი კი ამ დრომდე საავადმყოფოშია მოთავსებული.
ცნობილია ისიც, რომ მოკლულს ამ ოჯახთან ნათელმირონობაც აკავშირებდათ. მოკლული ღვედაშვილი ციხიდან რამდენიმე დღის გამოსული იყო. არავინ მალავს იმასაც, რომ ბრალდებულის ყოფილ ცოლს და მოკლულს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ. ამის შესახებ იცოდა ოჯახის წევრებმაც. ამას გვიდასტურებს ბრალდებული მამაკაცის და დაჭრილი ქალის ქალიშვილი, ანა ზურაშვილი. მას ძალიან გაუჭირდა მომხდარზე საუბარი, თუმცა დეტალურად ისაუბრა, თუ რატომ მივიდა საქმე აქამდე. ის ამბობს, რომ მამის მხარესაა.
- ანა, ალბათ რთულია თქვენთვის ამ საკითხზე საუბარი, მაგრამ დღეს თქვენი მამა ციხეში ზის, დედა დაჭრილი კლინიკაში იმყოფება, მოკლულია კიდევ ერთი ადამიანი, გვიამბეთ საქმე აქამდე რატომ მივიდა?
- მე დღეს ვესწრებოდი სასამართლო პროცესს, სადაც განსასჯელის სკამზე მამაჩემი იჯდა. მან აღიარა დანაშაული და თქვა, რომ მიიყვანეს ამ მდგომარეობამდე. რადგან ითქვა, რომ მამა გაიქცა მკვლელობის შემდეგ, პირველ რიგში გეტყვით, რომ ამ დანაშაულის ჩადენის შემდეგ მამა არსად გაქცეულა, ის წავიდა სახლში, დაურეკა თავის ნაცნობ პოლიციელს, უთხრა, რომ კაცი ჰყავდა მოკლული და სახლში ელოდებოდა პოლიციის მისვლას, ჩაბარდა. გააგრძელეთ კითხვა