137 000 ფუნ­ტი და -18 წელი - ბელა მეი დედათა და ბავშვთა სპეციალურ განყოფილებაში გადაიყვანეს - რას ამბობს საქართველოში დაკავებული ორსული გოგონას დედა ბრიტანულ მედიასთან? - კვირის პალიტრა

137 000 ფუნ­ტი და -18 წელი - ბელა მეი დედათა და ბავშვთა სპეციალურ განყოფილებაში გადაიყვანეს - რას ამბობს საქართველოში დაკავებული ორსული გოგონას დედა ბრიტანულ მედიასთან?

ორ­სუ­ლი ბრი­ტა­ნე­ლი გო­გო­ნა, 19 წლის ბელა მეი კალი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ცი­ხე­ში ნარ­კო­ტი­კე­ბის კონ­ტრა­ბან­დის­თვის არის, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­და­თა და ბავ­შვთა სპე­ცი­ა­ლურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ამის შე­სა­ხებ BBC-ის ბელა მეის დე­დამ, ლიან კე­ნე­დიმ გა­ნუ­ცხა­და.

აქამ­დე ის რუს­თა­ვის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მე­ხუ­თე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც გო­გო­ნას დე­დის თქმით, ურ­თუ­ლე­სი პი­რო­ბე­ბი იყო - სა­პირ­ფა­რე­შოს ფუნ­ქცი­ას ორმო ას­რუ­ლებ­და, კვი­რა­ში ორ­ჯერ კი სა­ერ­თო საშ­ხა­პით შე­ეძ­ლო სარ­გებ­ლო­ბა, ასე­ვე შე­ეძ­ლო ყო­ველ­დღი­უ­რად ერთი სა­ა­თი სუფ­თა ჰა­ერ­ზე ესე­ირ­ნა. რო­გორც მან BBC-ს უთხრა, ბე­ლამ რუს­თა­ვის ცი­ხე­ში ყოფ­ნის დროს სან­თლის ალზე "გა­ხუ­ხა პური" და მა­კა­რო­ნი ჩა­ი­დან­ში მო­ხარ­შა, მაგ­რამ ახლა, რო­დე­საც ის სხვა ცი­ხე­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და.

"ახლა მას ორი სა­ა­თი აქვს სე­ირ­ნო­ბის­თვის, შე­უძ­ლია ისარ­გებ­ლოს სა­ერ­თო სამ­ზა­რე­უ­ლო­თი, აქვს საშ­ხა­პე და სა­თა­ნა­დო სა­პირ­ფა­რე­შო", - ამ­ბობს ბრალ­დე­ბუ­ლის დედა.კე­ნე­დის თქმით, ოჯა­ხი ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ ბელა სახ­ლში დაბ­რუნ­დეს. "მისი სრუ­ლი ის­ტო­რია დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, მაგ­რამ მა­ნამ­დე ჩვენ უბ­რა­ლოდ ოჯა­ხი ვართ, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს აკე­თებს ქა­ლიშ­ვი­ლი­სა და შვი­ლიშ­ვი­ლის­თვის", - ამ­ბობს დედა.

ცნო­ბი­ლია, რომ ბელა მეის სა­ბო­ლოო გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ცხად­დე­ბა.

გა­რი­გე­ბა, რო­მელ­მაც 20-წლი­ა­ნი მო­სა­ლოდ­ნე­ლი სას­ჯე­ლი 2 წლამ­დე შე­ამ­ცი­რა

ოჯახ­მა 500 000 ლარი (და­ახ­ლო­ე­ბით 137,000 ფუნ­ტი) გა­და­ი­ხა­და საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­სა­ფორ­მებ­ლად. მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბით, ბე­ლას, სა­ვა­რა­უ­დოდ, მხო­ლოდ 2 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ეს­ჯე­ბა, ნაც­ვლად 20 წლი­სა.

დღეს, ორ­შა­ბათს, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ სა­სა­მარ­თლო სა­ბო­ლოო გა­ნა­ჩენს გა­მო­ი­ტანს

გააგრძელეთ კითხვა