რა გაძვირდა ოქტომბერში?! - კვირის პალიტრა

რა გაძვირდა ოქტომბერში?!

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.2 % შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7 % შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.4%-ით განისაზღვრა.

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ჩანს, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებს შორის ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდუქცია ჭარბობს.

უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრენისუსი“ საქსტატზე დაყრდნობით გთავაზობთ წლიურად ყველაზე გაძვირებული პროდუქტების ათეულს:

ქლიავი - 109%

მსხალი - 60%

ლიმონი - 59.5%

განაგრძე კითხვა