გიორგი შერმადინი ნოემბრის შემდეგ საქართველოს ნაკრებს დაემშვიდობება - კვირის პალიტრა

გიორგი შერმადინი ნოემბრის შემდეგ საქართველოს ნაკრებს დაემშვიდობება

27 და 30 ნოემბერს საქართველოს ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ორ მატჩს ჩაატარებს.

ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი ჯერ თბილისში უკრაინას უმასპინძლებს, შემდეგ კი ესპანეთის ნაკრებს ესტუმრება.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ცნობით, ამ მატჩების შემდეგ ნაკრებს გიორგი შერმადინი დაემშვიდობება, 36 წლის ცენტრს "ტენერიფეში" შესანიშნავი სეზონი აქვს, იგი თვის საუკეთესო კალათბურთელად კარიერაში მეთოთხმეტედ აღიარეს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

განაგრძე კითხვა