72 წლის იოსებ ხეოშვილს, რომელსაც გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ, სასამართლომ 5 000 ლარით დააჯარიმა - კვირის პალიტრა

72 წლის იოსებ ხეოშვილს, რომელსაც გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ, სასამართლომ 5 000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული 72 წლის იოსებ ხეოშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე ზვიად ცეკვავას გადაწყვეტილებით, მას ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

იოსებ ხეოშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილით და 173-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას ედავებოდნენ, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შესუსრულებლობასა და გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"