მასწავლებელ მანანა ჯავაშვილს სასამართლომ ერთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა - კვირის პალიტრა

მასწავლებელ მანანა ჯავაშვილს სასამართლომ ერთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მასწავლებელი, ვალდორფის თავისუფალი სკოლის ერთ-ერთ დამფუძნებელი მანანა ჯავაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე, კობა ჩაგუნავამ ჯავაშვილს ერთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

მასწავლებელს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გზის გადაკეტვას ედავებოდა.