„აკაკი ბაქრაძემ გვამცნო 1989 წელს, მოსემ 40 წელი ატარა ებრაელები უდაბნოში და მხოლოდ შემდეგ დადგა მათგან მაგარი ხალხიო...ჰოდა, კიდევ 6 წელი გვაქვს რომ დებილობები ვაკეთოთ, მერე ეგრევე გვეშველება" - თორნიკე შარაშენიძე
"ხრუშჩოვის ბიოგრაფიიდან:"ძალიან ღარიბ სოფელში დაიბადა. მაგრამ მალე გაიაზრა, რომ მუშაობაზე გაცილებით იოლი ხმამაღლა ლაპარაკი და მუშტების ქნევა იყო. "ზუსტად ასე გაჩნდა უკვე 80-ების ბოლოს საქართველოში ასზე მეტი პოლიტიკური პარტია", - ამის შესახებ ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე სოციალურ ქსელში წერს.
"მერე ხმამაღლა ლაპარაკით და მუშტების ქნევით ჩაშალეს ხუდონჰესის პროექტი რომელიც საბჭოთა კავშირის ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა და მერე ჩვენ უნდა დაგვრჩენოდა. მიზეზი: მაგის ასაშენებლად რუსებს ჩამოასახლებენო (რუსებში მაშინ, როგორც წესი, უკრაინელებსაც და ბელორუსებსაც გულისხმობდნენ).
გავიდა იმის მერე დიდი დრო და არიქა, ისევ არ გვინდა ჰესი, თურქები ჩამოვლენო. ახლა არაბების ჟამი დადგა.
აკაკი ბაქრაძემ გვამცნო 1989 წელს, მოსემ 40 წელი ატარა ებრაელები უდაბნოში და მხოლოდ შემდეგ დადგა მათგან მაგარი ხალხიო.(მოდაში იყო მაშინ იქამდე აკრძალული ბიბლიიდან მაგალითების მოყვანა)ჰოდა, კიდევ 6 წელი გვაქვს რომ დებილობები ვაკეთოთ. მერე ეგრევე გვეშველება, ეგრევე აზრზე მოვალთ", - წერს შარაშენიძე.