საქართველოში იანვრიდან პენსია იზრდება - ვინ რამდენს მიიღებს?! - კვირის პალიტრა

საქართველოში იანვრიდან პენსია იზრდება - ვინ რამდენს მიიღებს?!

პარლამენტს უკვე წარედგინა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებადი ვარიანტი.

ამასთან, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, კომიტეტებში ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის განხილვა დღეიდან დაიწყება.

კერძოდ, საკომიტეტო განხილვები 4-10 ნოემბრის პერიოდშია დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ მომავალი წლიურ ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში საუბარია სახელმწიფო ასაკობრივი პენსიის ზრდაზე. შესაბამისად, 2026 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით, ხოლო 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანთა პენსია 45 ლარით გაიზრდება. უფრო კონკრეტულად:

70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 45 ლარით და განისაზღვრება 495 ლარის ოდენობით.

ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდება;

70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 370 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 444 ლარი იქნება

გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 45 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემელის ზრდა 20 ლარით.

განაგრძე კითხვა