"სული შე­მი­გუბ­და, გულს ბა­გი­ბუ­გი გა­უ­დი­ო­და, დავ­მუნჯდი და ცხა­რე ცრემ­ლით ავ­ტირ­დი: ეს ის იყო, ჩემი სიზ­მა­რი! ხატი შე­ვაბ­რძა­ნეთ და ვი­ლო­ცეთ" - სიზმრით ნაპოვნი საქართველო და ხელით მოქარგული ხატი, რომელიც უკრაინელმა ქალმა ლომისის ტაძარში ზურგით აიტანა - კვირის პალიტრა

"სული შე­მი­გუბ­და, გულს ბა­გი­ბუ­გი გა­უ­დი­ო­და, დავ­მუნჯდი და ცხა­რე ცრემ­ლით ავ­ტირ­დი: ეს ის იყო, ჩემი სიზ­მა­რი! ხატი შე­ვაბ­რძა­ნეთ და ვი­ლო­ცეთ" - სიზმრით ნაპოვნი საქართველო და ხელით მოქარგული ხატი, რომელიც უკრაინელმა ქალმა ლომისის ტაძარში ზურგით აიტანა

კი­ე­ვე­ლი ანა კო­ჟი­ნო­ვა რე­ჟი­სო­რი, პე­და­გო­გი და ფსი­ქო­ლო­გია, მის მე­უღ­ლეს - გე­ნა­დი კო­ჟი­ნოვ­საც რამ­დე­ნი­მე პრო­ფე­სია აქვს. თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი არი­ან და ბავ­შვო­ბი­დან მე­გობ­რო­ბენ, მერე კი - და­ქორ­წინ­დნენ კი­დეც. ორი ვაჟი ჰყავთ - ნი­კო­ლო­ზი და ილია, ორი­ვე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია. კო­ჟი­ნო­ვე­ბი პირ­ვე­ლად ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა რე­ჟი­სორ­მა, დღეს თე­ატ­რი­სა და კი­ნოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა გი­ორ­გი შა­ლუ­ტაშ­ვილ­მა გა­მაც­ნო - ერ­თმა­ნეთს 2010 წელს შევ­ხვდით, ქაშ­ვე­თის ეზო­ში და აქე­დან და­ი­წყო ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბა, ნა­თე­სა­ო­ბა და დიდი სიყ­ვა­რუ­ლი. ნი­კო­ლო­ზი­სა და მისი მე­უღ­ლე მა­რი­ა­მის სურ­ვი­ლით ჯერ მათი მეჯ­ვა­რე გავ­ხდი - ჯვა­რი ქაშ­ვე­თის წმინ­და გი­ორ­გის ტა­ძარ­ში, ანას და გე­ნა­დის მო­ძღვარ დე­კა­ნოზ ვახ­ტანგ სარ­დლიშ­ვილ­თან და­ი­წე­რეს, ხოლო შემ­დეგ მათი ქა­ლიშ­ვილი - ვე­რაც მოვ­ნათ­ლე. მათი სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი კი მარ­თლაც უსას­რუ­ლოა. ად­რეც და­მი­წე­რია და გე­ნა­დის თავ­გა­და­სა­ვალ­ზე - პირ­ვე­ლად რო­გორ აღ­მოჩ­ნდნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში. შე­იძ­ლე­ბა არც და­ი­ჯე­როთ, მაგ­რამ ფაქ­ტია - ანას სიზ­მრით, შე­საძ­ლოა, ხილ­ვაც კი ვუ­წო­დოთ.

ანა და სიზ­მრით გაც­ნო­ბი­ლი სა­ქარ­თვე­ლო

- 2007 წელი იყო. და­მე­სიზ­მრა, რომ ვი­დე­ქი მთის წვერ­ზე და შევ­ყუ­რებ­დი ულა­მა­ზეს პე­ი­ზაჟს: ფე­რად-ფე­რად ყვა­ვი­ლებს, სიმწვა­ნეს და მო­პირ­და­პი­რე მთის წვერ­ზე - მო­ნას­ტერს. სიზ­მარ­ში­ვე ვი­ცო­დი, რომ ის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის მა­მა­თა მო­ნას­ტე­რი იყო. ამ დროს ჩა­მეს­მა ხმა: კიევ-პე­ჩო­რის მა­მა­თა მო­ნას­ტრი­დან უნდა წა­მო­ი­ღო ღვთის­მშობ­ლის ხატი "პოხ­ვა­ლა კი­ევ­სკა­ია“ ("კი­ე­ვის დი­დე­ბა") და სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამ მო­ნას­ტერ­ში და­აბ­რძა­ნო, შემ­დეგ კი ხატ­თან ილო­ცე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ომი არ იყო­სო... არც ეს ხატი ვი­ცო­დი და არც დი­დად ეკ­ლე­სი­უ­რი ვი­ყა­ვი - წირ­ვა-ლოც­ვებს არ ვეს­წრე­ბო­დი და სა­ეკ­ლე­სიო წე­სებ­საც ნაკ­ლე­ბად ვი­ცავ­დი, თუმ­ცა გუ­ლით მორ­წმუ­ნე გახ­ლდით. ინ­ტერ­ნეტ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ზე ინ­ფორ­მა­ცია მო­ვი­ძიე, ვერ ვხვდე­ბო­დი, რა­ტომ უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო იქ ომი. პო­ლი­ტი­კის ბევ­რი არა­ფე­რი გა­მე­გე­ბო­და, ამი­ტომ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის მო­ძი­ე­ბა ინ­ტერ­ნეტ­სა და გა­ზე­თებ­ში და­ვი­წყე. სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სეთ­თან კონ­ფლიქ­ტებ­სა და პრობ­ლე­მებ­ზე ამო­ვი­კი­თხე და სულ და­ვი­ბე­ნი. გე­ნას მა­ინც ვუ­თხა­რი, უნდა წა­ვი­დეთ-მეთ­ქი და გა­გიჟ­და: სად წა­ვი­დეთ, იქ არა­ვის ვიც­ნობ­თო. ასე რომ, არ­სად წავ­სულ­ვარ, თუმ­ცა სიზ­მა­რიც არ დამ­ვი­წყნია, პი­რი­ქით - ხში­რად მახ­სენ­დე­ბო­და. ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ბებ­საც ვეც­ნო­ბო­დი ტე­ლე­ვი­ზო­რით და ინ­ტერ­ნე­ტით. და­ვათ­ვა­ლი­ე­რე სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბი, მაგ­რამ ვერ­სად მი­ვაკ­ვლიე სიზ­მარ­ში ნა­ნა­ხი წმ. გი­ორ­გის მო­ნას­ტრის ფო­ტოს...

სხვა­თა შო­რის, სიზ­მარ­ში­ვე ვი­ღა­ცის ხმამ მი­თხრა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით და თა­ნაც - ოთხნი. წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და, ჩემი და გე­ნას გარ­და კი­დევ ვინ უნდა წა­მო­სუ­ლი­ყო, ჩვე­ნი შვი­ლე­ბი მა­შინ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი იყ­ვნენ. ვი­ფიქ­რეთ იურა-გი­ორ­გი­ზე, ჩემს ერთ-ერთ მოს­წავ­ლე­ზე, მაგ­რამ მას არც სამ­გზავ­რო ფული ჰქონ­და და დი­დად არც არ­სად წას­ვლა უნ­დო­და. ავუხ­სე­ნი, რომ ეს მოგ­ზა­უ­რო­ბა მის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ 400 დო­ლა­რი მა­ინც უნდა ჰქო­ნო­და თან, რად­გან მის ნაც­ვლად თან­ხას მე ვერ გა­და­ვიხ­დი­დი. სიზ­მარ­ში, რო­მელ­მაც ჩემი ცხოვ­რე­ბა ბევ­რად შეც­ვა­ლა, ისიც მი­თხრეს, რომ ეს გზა­აბ­ნე­უ­ლი ბიჭი იმ გო­რა­ზე, მო­ნას­ტერ­ში უნდა ამეყ­ვა­ნა, თო­რემ მას ძა­ლი­ან მძი­მე ცხოვ­რე­ბა ექ­ნე­ბო­და. ამი­ტო­მაც კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვუ­თხა­რი, იმუ­შა­ვე, მგზავ­რო­ბის თან­ხა მო­აგ­რო­ვე, თო­რემ ვერ წა­მოხ­ვალ-მეთ­ქი. არ ვიცი, სად ვი­მუ­შა­ოო, მი­პა­სუ­ხა. მოვ­ლე­ნე­ბი კი უც­ნა­უ­რად და იუ­რას­თვის ხელ­საყ­რე­ლად გან­ვი­თარ­და - მო­ა­ხერ­ხა და იშო­ვა დრო­ე­ბი­თი სა­მუ­შაო, შე­სა­ბა­მი­სად, სა­მოგ­ზა­უ­როდ სა­ჭი­რო თან­ხაც... ერთხელ მი­თხრა, სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩემს ის­ტო­რი­ის პე­და­გოგს ძა­ლი­ან უნდა სა­ქარ­თვე­ლო­ში წას­ვლა და პან­ტა­ნა­სას ღვთის­მშობ­ლის ხა­ტის მო­ლოც­ვა. ანა ვა­ლე­რი­ევ­ნა, თქვენ ხომ მი­თხა­რით, სიზ­მრის მი­ხედ­ვით, ოთხნი უნდა გა­ვემ­გზავ­რო­თო, ჰოდა, მე­ო­თხედ ის წა­ვიყ­ვა­ნო­თო. რომ დავ­ფიქ­რდი, მივ­ხვდი, რომ უც­ნობ ადა­მი­ან­თან ერ­თად მოგ­ზა­უ­რო­ბას, მით უფრო - ჩემ­თვის უც­ნობ მხა­რე­ში და უც­ნობ ად­გი­ლებ­ში, ვერ შევ­ძლებ­დი. ბევ­რი ვი­ფიქ­რე და რა­ტომ­ღაც ასე მე­ნიშ­ნა - ჩვენ ვი­ყა­ვით სამ­ნი და სიზ­მარ­ში და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი მე­ო­თხე "თა­ნამ­გზავ­რი“ კი იყო ყოვ­ლად­წ­მინ­და სული, რო­მე­ლიც გზას გაგ­ვი­ნა­თებ­და და მიზ­ნამ­დე მიგ­ვიყ­ვან­და.

ჩემი მი­ზა­ნი კი იყო, შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა ის, რაც სიზ­მარ­ში და­მა­ვა­ლეს - იურა წა­მეყ­ვა­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში, მე­პო­ვა სიზ­მარ­ში ნა­ნა­ხი წმინ­და გი­ორ­გის მო­ნას­ტე­რი, იქვე დაგ­ვებ­რძა­ნე­ბი­ნა ღვთის­მშობ­ლის ხატი "პოხ­ვა­ლა კი­ევ­სკა­ია“ და სა­მი­ვეს ერ­თად გვე­ლო­ცა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ომი არ და­წყე­ბუ­ლი­ყო. ჩემს სიზ­მარ­ში იმა­ვე ხმამ მი­თხრა, რომ თუკი მოს­მე­ნილს არ შე­ვას­რუ­ლებ­დით, 40 წლის ასაკ­ში იურა ყვე­ლა­ფერს და­კარ­გავ­და - არც ოჯა­ხი ეყო­ლე­ბო­და, არც მე­უღ­ლე, არც შვი­ლი, არც სამ­სა­ხუ­რი. მარ­ტო რომ დარ­ჩე­ბო­და, სწო­რედ მა­შინ გა­ახ­სენ­დე­ბო­და ეს ად­გი­ლი, ავი­დო­და იქ და ნა­ხავ­და იმ, ჩემს სიზ­მარ­ში ნა­ნახ ღვთის­მშობ­ლის ხატს, რო­მე­ლიც 2008 წელს ჩვენ სამ­მა - გე­ნა­დიმ, იურა-გი­ორ­გიმ და მე ავაბ­რძა­ნეთ და დავ­ტო­ვეთ მო­ნას­ტერ­ში. მხო­ლოდ ასე თუ გა­და­ირ­ჩენ­და სულს, გარ­კვე­უ­ლი ხნით რო­მე­ლი­მე მო­ნას­ტერ­შიც იცხოვ­რებ­და და მსა­ხუ­რე­ბა­საც კი მო­ინ­დო­მებ­და (რო­დე­საც ანა და გე­ნა­დი გა­ვი­ცა­ნი, იურა-გი­ორ­გი სწო­რედ ცხვა­რი­ჭა­მი­ის მა­მა­თა მო­ნას­ტრი­დან ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი იყო - ავტ.).

2008 წელი - სა­ქარ­თვე­ლო და 2014 წ. და უკვე 2022 წლი­დან დღემ­დე - უკ­რა­ი­ნა!- სიზ­მრად ნა­ნა­ხის სა­ძებ­ნე­ლად მხო­ლოდ ერთი წლის შემ­დეგ წა­მო­ვე­დით სამ­ნი: მე, გენა და ჩემი მოს­წავ­ლე იურა-გი­ორ­გი. ბინა და­ვი­ქი­რა­ვეთ და შე­ვუ­დე­ქით ძებ­ნას. მას­პინ­ძე­ლი გა­გიჟ­და: სა­ქარ­თვე­ლო­ში წმინ­და გი­ორ­გის 365 სა­ლო­ცა­ვია და თა­ნაც - უმ­რავ­ლე­სო­ბა მთებ­ში. 5 დღე­ში ყვე­ლას ნახ­ვა ზღა­პა­რი­აო. სამდღი­ა­ნი უშე­დე­გო სი­ა­რუ­ლის შემ­დეგ თავ­ჩა­ქინ­დრუ­ლებ­მა და და­ღო­ნე­ბუ­ლებ­მა რუს­თა­ველ­ზე გა­ვი­სე­ირ­ნეთ. ერთი ეკ­ლე­სი­ის წინ გავ­შეშ­დი. თავი ავ­წიე და მარ­ცხნივ ტა­ძა­რი და­ვი­ნა­ხე. მივ­ხვდი, უნდა შევ­სუ­ლი­ყა­ვით. ტა­ძარ­ში (ლა­პა­რა­კია ქაშ­ვე­თის წმინ­და გი­ორ­გის სახ. ეკ­ლე­სი­ა­ზე - ავტ.) სა­ეკ­ლე­სიო სა­მოს­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ახალ­გაზ­რდა კაცი შევ­ნიშ­ნე და სიზ­მარ­ზე და­ვა­პი­რე მო­მე­თხრო, მაგ­რამ შე­მა­წყვე­ტი­ნა, ხომ იცით, მარ­თლმა­დი­დებ­ლებ­მა სიზ­მარს ყუ­რა­დღე­ბა არ უნდა მი­ვაქ­ცი­ო­თო, მაგ­რამ მა­ინც და­მაკ­ვა­ლი­ა­ნა, ჩვენს მო­ძღვარს, მამა ვახ­ტანგს ჰკი­თხეთ, ეგებ ის და­გეხ­მა­რო­თო. ვტი­რო­დი, მამა ვახ­ტან­გი რომ მო­მი­ახ­ლოვ­და. ყვე­ლა­ფე­რი ვუ­ამ­ბე და და­მამ­შვი­და: რაკი ღმერ­თმა სწო­რედ წმინ­და გი­ორ­გის ტა­ძარ­ში მო­გიყ­ვა­ნა, გა­მო­სა­ვალ­საც გვა­პოვ­ნი­ნებ­სო. ვი­ლო­ცეთ და უცებ გაბრ­წყი­ნე­ბუ­ლი სა­ხით მი­თხრა: მივ­ხვდი, ლო­მი­სის წმინ­და გი­ორ­გის სა­ლო­ცა­ვი და­გე­სიზ­მრაო. 2008 წლის 21 ივ­ლისს, გამ­თე­ნი­ას, ღვთის­მშობ­ლის ხა­ტით გა­ვე­შუ­რეთ ლო­მის­ზე მე, გენა და იურა-გი­ორ­გი. ფე­ხით ავე­დით და...

სული შე­მი­გუბ­და, გულს ბა­გი­ბუ­გი გა­უ­დი­ო­და, დავ­მუნჯდი და ცხა­რე ცრემ­ლით ავ­ტირ­დი: ეს ის იყო, ჩემი სიზ­მა­რი! ხატი შე­ვაბ­რძა­ნეთ და ვი­ლო­ცეთ...

გააგრძელეთ კითხვა