"ჯო ბაიდენის კამალა ჰარისით ჩანაცვლება შეცდომა იყო" - ჯორჯ კლუნის პოლიტიკური განცხადება და დაპირისპირება ჰანთერ ბაიდენთან
ჰოლივუდის ვარსკვლავის, ჯორჯ კლუნის განცხადებით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის კამალა ჰარისით ჩანაცვლება შეცდომა იყო. მსახიობმა ამის შესახებ CBS-ის გადაცემაში ისაუბრა. მისივე თქმით, არ ნანობს "ნიუ-იორკ თაიმსში" გამოქვეყნებულ სტატიას, რომლითაც დემოკრატებს ახალი საპრეზიდენტო კანდიდატის პოვნისკენ მოუწოდა.
"ჩვენ გვქონდა შანსი. მინდოდა, რომ ახალი კანდიდატი აერჩიათ", - ამბობს კლუნი."ამ კანდიდატით ნოემბერში გამარჯვებას ვერ მოვიპოვებთ. გარდა ამისა, ვერც წარმომადგენელთა პალატაში გავიმარჯვებთ და სენატშიც წავაგებთ. ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის; ეს ყველა სენატორის, კონგრესის წევრისა და გუბერნატორის აზრია, ვისთანაც პირადად მისაუბრია. ყველასი, მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობენ საჯაროდ", - წერდა მაშინ მსახიობი.
კლუნის სტატიას ჯო ბაიდენის ვაჟი, ჰანთერ ბაიდენიც გამოეხმაურა:"ჯანდაბაში წასულა ის და ყველა ვინც მის გარშემოა. ვალდებული არ ვარ მის მიმართ კეთილი ვიყო. რა საქმე აქვს მას პოლიტიკასთან. რა უფლება გაქვს, ფეხი დააბიჯო კაცს, რომელმაც თავისი სიცოცხლე ამ ქვეყნის სამსახურს მიუძღვნა", - თქვა ბაიდენმა.
CBS-ის მიერ დასმულ კითხვაზე, ნახა თუ არა ჰანთერ ბაიდენის რეაქცია, კლუნიმ ირონიული ღიმილით უპასუხა: "დიახ, ვნახე“.
"არა მგონია, რომ წარსულში ყურება ვინმესთვის სასარგებლო იყოს. განსაკუთრებით მისთვის. არა მგონია, რომ ეს დემოკრატიული პარტიისთვის კარგი იყოს. მასთან საჯაროდ კამათი სასარგებლოდ არ მიმაჩნია" - განაცხადა კლუნიმ.