"ბავშვი შეუტყუებია, ხბოს გაჩუქებო.. ობლად გაზრდილ ბავშვს ეს როგორ გაუკეთა?!" - რას ამბობენ სოფელში, სადაც 11 წლის ბიჭის გაუპატიურებისთვის 73 წლის კაცი დააკავეს - კვირის პალიტრა

"ბავშვი შეუტყუებია, ხბოს გაჩუქებო.. ობლად გაზრდილ ბავშვს ეს როგორ გაუკეთა?!" - რას ამბობენ სოფელში, სადაც 11 წლის ბიჭის გაუპატიურებისთვის 73 წლის კაცი დააკავეს

უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და კას­პის რა­ი­ონ­ში. ერთ-ერთ სო­ფელ­ში 73 წლის კაც­მა 11 წლის ბიჭი გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა. პენ­სი­ო­ნე­რი პო­ლი­ცი­ამ უკვე და­ა­კა­ვა.

მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში დად­გინ­და, რომ და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბულ­მა პირ­მა, არას­რულ­წლო­ვა­ნი თა­ნა­სოფ­ლე­ლი ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა.სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მ.ნ. კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში, მის­სა­ვე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვეს. არას­რულ­წლო­ვა­ნის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის და სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ქმე­დე­ბის ფაქ­ტებ­ზე და­კა­ვე­ბულ 73 წლის მა­მა­კაცს ბრალ­დე­ბა უკვე წა­რედ­გი­ნა. ის ად­ვო­კატ­მაც მო­ი­ნა­ხუ­ლა.

"შევ­ხვდი ბრალ­დე­ბულს, ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა ორი მუხ­ლით, 137-ე და 138-ე მუხ­ლით, დად­გე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს. სხვა დე­ტა­ლებს, გა­მო­ძი­ე­ბის და თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვერ გე­ტყვით, - ამ­ბობს"ტვ პირ­ველ­თან" სა­უ­ბარ­ში მა­რი­ამ ინ­დუ­აშ­ვი­ლი.

სო­ფელ­ში, სა­დაც შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და, ამ­ბო­ბენ, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი მე­ზობ­ლე­ბი იყ­ვნენ. ისი­ნი და­კა­ვე­ბუ­ლის­თვის უმ­კაც­რეს სას­ჯელს მო­ი­თხო­ვენ.

"ინტერპრესნიუსი"