"უმუშევარი რომ დარჩა, ყველამ ზურგი აქცია, არავინ დაუფასა... ბევრმა დატოვა გულნაკლული" - უტიტულო ვარსკვლავის ცხოვრების გზა - კვირის პალიტრა

"უმუშევარი რომ დარჩა, ყველამ ზურგი აქცია, არავინ დაუფასა... ბევრმა დატოვა გულნაკლული" - უტიტულო ვარსკვლავის ცხოვრების გზა

მო­ე­დან­ზე გზნე­ბა, ცეკ­ვა "ქარ­თუ­ლი";

გა­და­ჭე­დი­ლი ტრი­ბუ­ნე­ბი, მქუ­ხა­რე ოვა­ცია და...

ხმა­შე­წყო­ბი­ლი შე­ძა­ხი­ლე­ბი: გე-ლა, გე-ლა...

გელა დარ­სა­ძე - ქო­მაგ­თა კერ­პი და გულ­თამ­პყრო­ბე­ლი, რო­მე­ლიც შე­უ­და­რე­ბე­ლი გარ­ღვე­ვე­ბი­თა და უზა­დო შო­რე­უ­ლი ტყორ­ცნე­ბით ხიბ­ლავ­და ყვე­ლას, შინ თუ გა­რეთ.

ასე­თი კა­ლათ­ბურ­თე­ლე­ბი სტა­ჟი­ან გულ­შე­მატ­კივ­რებს მუ­დამ ემახ­სოვ­რე­ბათ. ური­გო არ იქ­ნე­ბო­და, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მატ­ჩე­ბის და­წყე­ბამ­დე და შეს­ვე­ნე­ბე­ბი­სას სპორ­ტის სა­სახ­ლის დიდ ეკ­რან­ზე მათი ცე­ცხლო­ვა­ნი თა­მა­შე­ბი ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბის­თვი­საც გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, ხოლო შეხ­ვედ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე სა­უ­კე­თე­სო კა­ლათ­ბურ­თე­ლე­ბის­თვის სხვა­დას­ხვა ნო­მი­ნა­ცი­ა­ში მათი სა­ხე­ლო­ბის პრი­ზე­ბი გა­დაგ­ვე­ცა...

რო­გორც დიდი შოთა ბრძა­ნებ­და, "არ­და­ვი­წყე­ბა მოყვრი­სა არო­დეს გვი­ზამს ზი­ან­სა"...

ამას წი­ნათ ერთ-ერთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გელა დარ­სა­ძის მე­უღ­ლეს - მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორს ნინო ადა­მი­ას შევ­ხვდი, რო­მელ­მაც ლე­გენ­და­რულ კა­ლათ­ბურ­თელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ოთხი ათე­უ­ლი წლის წი­ნან­დე­ლი ამ­ბე­ბი გა­იხ­სე­ნა:

- გელა ჩემ­ზე ორი წლით უფ­რო­სი იყო. კა­ლათ­ბურ­თმა შეგ­ვახ­ვედ­რა ერ­თმა­ნეთს. იგი სა­ხე­ლო­ვან სუ­ლი­კო თორ­თლა­ძეს­თან ვარ­ჯი­შობ­და, მე კი - ოთარ ჩა­ჩუ­ას­თან ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი. ორი­ვე­ნი ქუ­თა­ი­სის მოს­წავ­ლე­თა ნაკ­რე­ბის წევ­რე­ბი ვი­ყა­ვით, სა­მე­გობ­რო წრეც ერთი გვყავ­და. სკო­ლას რომ ვამ­თავ­რებ­დი, უფრო სწავ­ლამ გა­მი­ტა­ცა, სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ვა­ბა­რე, გე­ლამ კი კა­ლათ­ბურ­თი ირ­ჩია = ბოლო კლა­სებ­ში ქა­ლა­ქის მოს­წავ­ლე­თა ნაკ­რე­ბის კა­პი­ტანს დიდ მო­მა­ვალს უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ...

პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი1977 წლის ივ­ნის­ში თბი­ლის­მა სა­ქარ­თვე­ლოს მოს­წავ­ლე­თა 29-ე სპარ­ტა­კი­ა­დას უმას­პინ­ძლა. ქუ­თა­ი­სელ­მა კა­ლათ­ბურ­თე­ლებ­მა, ფი­ნა­ლის გარ­და, ყვე­ლა შეხ­ვედ­რა­ში წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ეს, გა­დამ­წყვე­ტი პა­ექ­რო­ბა კი დე­და­ქა­ლა­ქე­ლებ­თან წა­ა­გეს. გელა დარ­სა­ძემ 4 მატჩში სა­კუ­თარ გუნდს 127 ქულა შეს­ძი­ნა. იგი რეს­პუბ­ლი­კურ ნაკ­რებ­ში შე­იყ­ვა­ნეს. იმა­ვე წლის შე­მოდ­გო­მა­ზე ბა­თუმ­ში 1962-1963 წლებ­ში და­ბა­დე­ბულ კა­ლათ­ბურ­თელ­თა პირ­ვე­ლო­ბა გა­ი­მარ­თა. რი­ო­ნის­პი­რე­ლებ­მა რუს­თა­ვის, სო­ხუ­მი­სა და თბი­ლი­სის გა­ნათ­ლე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის გუნ­დებს აჯო­ბეს და ფი­ნალ­ში თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" ნორჩ კა­ლათ­ბურ­თე­ლებს და­უ­პი­რის­პირ­დნენ. სუ­ლი­კო თორ­თლა­ძის შე­გირ­დებ­მა და­ძა­ბუ­ლი მატ­ჩი 75:73 მო­ი­გეს. დარ­სა­ძემ, რო­მელ­მაც გუნდს 31 ქულა მო­უ­ტა­ნა, და მის­მა მე­გობ­რებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნო­ბას­თან ერ­თად, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პირ­ვე­ლო­ბის ზო­ნა­ლუ­რი ტურ­ნი­რის საგ­ზუ­რიც მო­ი­პო­ვეს.

ეს შე­ჯიბ­რე­ბა 1978 წელს უზ­ბე­კურ ან­დი­ჟან­ში გა­ი­მარ­თა. ქუ­თა­ი­სე­ლებ­მა იო­ლად სძლი­ეს თურ­ქმე­ნებს - 93:68, ას­პა­რე­ზო­ბის ფა­ვო­რიტ ლი­ე­ტუ­ვე­ლებ­სა - 81:70, მე­სა­მე ტურ­ში ას­პა­რე­ზო­ბის გა­მოკ­ვე­თილ ლი­დერს - ლე­ნინ­გრა­დის გუნდს გა­უ­წი­ეს მე­ტო­ქე­ო­ბა და დიდი ან­გა­რი­შით - 105:70 გა­ი­მარ­ჯვეს, მერე ყირ­გი­ზეთს აჯო­ბეს - 94:65 და ბოლო ტურ­ში მას­პინ­ძლებ­თან მარ­ცხის (68:74) მი­უ­ხე­და­ვად, ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე თა­მა­შის უფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვეს, სა­დაც მე-6 ად­გილს დას­ჯერ­დნენ.

ქუ­თა­ი­სის გუნ­დი­დან გელა დარ­სა­ძე, ედი­შერ შვან­გი­რა­ძე, ვა­ლენ­ტინ დე­რი­უ­გი­ნი და ან­დრეი ალი­ხა­ნო­ვი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჭა­ბუკ­თა ნაკ­რე­ბის კან­დი­და­ტე­ბად და­ა­სა­ხე­ლეს.

იმა­ვე წლის ზა­ფხულ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მოს­წავ­ლე­თა 30-ე სპარ­ტა­კი­ა­და­ზე რი­ო­ნის­პი­რე­ლებ­მა ფი­ნა­ლი კვლავ თბი­ლი­სე­ლებ­თან დათ­მეს - 87:93.

"არ შე­მიძ­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით არ აღ­ვნიშ­ნო მე-11 სკო­ლის მე-9 კლა­სის მოს­წავ­ლე გელა დარ­სა­ძის ოს­ტა­ტო­ბა, მო­ედ­ნის ხედ­ვა, ჩი­ნე­ბუ­ლი ტექ­ნი­კა, იმპრო­ვი­ზა­ცი­ის უნა­რი, სა­უ­კე­თე­სო სრო­ლა სა­შუ­ა­ლო და შორი მან­ძი­ლე­ბი­დან. მთელ ტურ­ნირ­ზე გუნ­დის მიერ მო­წი­ნა­აღ­მდე­გის კა­ლათ­ში ჩაგ­დე­ბუ­ლი 460-დან 160 ქულა მას ეკუთ­ვნის. იგი ყო­ველ მატჩში სა­შუ­ა­ლოდ 32 ქუ­ლას აგ­რო­ვებ­და და კა­ლათ­ბურ­თის სპე­ცი­ა­ლის­ტთა მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა", - წერ­და სპარ­ტა­კი­ა­დის შემ­დეგ სუ­ლი­კო თორ­თლა­ძე.

ბა­ტონ სუ­ლი­კოს ერთხელ ცნო­ბილ ჟურ­ნა­ლისტ და­ვით ჭე­ლი­ძის­თვის უთ­ქვამს: "სა­კან­დე­ლი­ძე­სა და დარ­სა­ძე­ში ვხე­დავ მსგავ­სე­ბას სის­წრა­ფე­ში, მო­ედ­ნის ხედ­ვა­ში, პა­სის კულ­ტუ­რა­ში, ჰა­ერ­ში მოძ­რა­ო­ბა­ში, ტექ­ნი­კა­ში, ოღონდ გელა გა­ცი­ლე­ბით უკეთ ტყორ­ცნის, ნე­ბის­მი­ე­რი დის­ტან­ცი­ი­დან... და... ცოტა სი­ზარ­მა­ცე­ში, თუმ­ცა ბურ­თი ორი­ვეს ძა­ლი­ან უყ­ვარს".

"დი­ნა­მო­ში"ქუ­თა­ი­სელ­მა ჭა­ბუკ­მა ტაშ­კენ­ტში მოს­წავ­ლე­თა სა­კავ­ში­რო სპარ­ტა­კი­ა­და­ზეც მი­იქ­ცია სპე­ცი­ა­ლის­ტთა ყუ­რა­დღე­ბა. იქი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ მე­ცხრეკ­ლა­სე­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­ში" მი­იწ­ვი­ეს. 1979 წელს დუბ­ლშე­მად­გენ­ლო­ბა­თა სა­კავ­ში­რო პირ­ვე­ლო­ბის მე-2 ტუ­რის შეხ­ვედ­რე­ბი თბი­ლის­ში გა­ი­მარ­თა. გელა დარ­სა­ძემ სა­ოც­ნე­ბო გუნ­დის მა­ი­სუ­რით პირ­ვე­ლად ვილ­ნი­უ­სის "სტა­ტი­ბას­თან" ითა­მა­შა. და­ძა­ბულ პა­ექ­რო­ბა­ში მო­გე­ბულ მატჩში (82:80) დე­ბი­უ­ტან­ტის ან­გა­რიშ­ზე 10 ქულა იყო, სა­მა­გი­ე­როდ, მინ­სკის რტი-ს და­მარ­ცხე­ბა­ში (115:114) შე­ი­ტა­ნა დიდი წვლი­ლი 20 ქუ­ლით, კი­ე­ვის "სტრო­ი­ტელ­თან" წარ­მა­ტე­ბა (82:81) კი რი­ო­ნის­პი­რე­ლი ჭა­ბუ­კის უშუ­ა­ლო დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო...

თბი­ლი­სი "დი­ნა­მოს" მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა ლე­ვან მო­სეშ­ვილ­მა ნი­ჭი­ერ კა­ლათ­ბურ­თელს 1979 წელსვე გა­უხ­სნა გზა დიდი სარ­ბი­ე­ლის­კენ - ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ანდო ად­გი­ლი. დე­ბი­უ­ტი მოს­კოვ­ში შედ­გა ვარ­სკვლა­ვე­ბით და­ხუნძლულ ცსკა-სთან. სპორ­ტის ჟურ­ნა­ლისტ თე­მურ მორ­გო­ში­ას­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გელა დარ­სა­ძე ასე იხ­სე­ნებს თა­ვის პირ­ველ ორ­თაბ­რძო­ლას:

"მატ­ჩის ერთ-ერთ მო­ნაკ­ვეთ­ში ლე­ვან მო­სეშ­ვილ­მა მი­თხრა, აბა, შენ იცი, მო­ე­დან­ზე უნდა გახ­ვი­დეო. აღელ­ვე­ბა შე­მა­ტყო... ბუ­ნებ­რი­ვი იყო - ისე­თი სა­ხელ­მოხ­ვე­ჭი­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ უნდა მე­თა­მა­შა, რო­გო­რე­ბიც იყ­ვნენ ჩემი კერ­პი სერ­გეი ბე­ლო­ვი, ალ­ჟან ჟარ­მუ­ხა­მე­დო­ვი, ვა­ლე­რი მი­ლო­სერ­დო­ვი და სხვე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად მწვრთნე­ლის გუ­ლის­ხმი­ე­რი და­რი­გე­ბი­სა, იქამ­დე ვერ დავ­წყნარ­დი, სა­ნამ პირ­ვე­ლი ბურ­თი არ მო­ვა­თავ­სე კა­ლათ­ში... იმ მატჩში გუნდს 12 ქულა შევ­ძი­ნე".

გააგრძელეთ კითხვა