მანანა გიორგობიანთან ერთად დააკავეს მამუკა ჩარკვიანის ვაჟიც - რა ხდება ცნობილი?
ambebi.ge-ს ინფორმაციით, მანანა გიორგობიანთან ერთად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა შორის, არის მამუკა ჩარკვიანის ვაჟი ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანი.
შსს-ს განცხადების თანახმად სუპერმარკეტში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, გიორგობიანი დაუკავშირდა სწორედ ჯაკო ჩარკვიანს, რომელიც თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა სუპერმარკეტში და მის თანამშრომლებს ფიზიკურად გაუსწორდა.
“მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, გვიან ღამით, ბრალდებულმა გიორგობიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომლებს - 2006 წელს დაბადებულ თ.მ.-ს და 2004 წელს დაბადებულ ე.მ.-ს, რის შემდეგაც დაუკავშირდა თავის ნაცნობს - 1996 წელს დაბადებულ ჯ.ჩ.-ს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, რა დროსაც მათ, სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ. გააგრძელეთ