თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო - კვირის პალიტრა

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

თი­ბი­სი ბიზ­ნე­სის მხარ­და­ჭე­რით, ნო­ემ­ბერ­ში, 5 სხვა­დას­ხვა თე­მა­ტი­კის ტრე­ნინ­გი გა­ი­მარ­თე­ბა. ბიზ­ნე­სე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, სფე­როს ექ­სპერ­ტე­ბის­გან მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხებ­ზე მი­ი­ღონ ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია და მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნით, სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის წარ­მა­ტე­ბას შე­უ­წყონ ხელი.

ნო­ემ­ბრის შეხ­ვედ­რე­ბის გან­რი­გი:

პირ­ვე­ლი ტრე­ნინ­გი, ონ­ლა­ინ ფორ­მატ­ში, 11 და 13 ნო­ემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა და ის ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცი­ის თე­მა­ტი­კას და­ეთ­მო­ბა. ტრე­ნინგს ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტი, კატო რა­მიშ­ვი­ლი ჩა­ა­ტა­რებს.

მე­ო­რე ტრე­ნინ­გი ონ­ლა­ინ ფორ­მატ­ში 12 და 26 ნო­ემ­ბერს ჩა­ტარ­დე­ბა, სა­გა­და­სა­ხა­დო სა­კი­თხე­ბის თე­მა­ტი­კა­ზე. ტრე­ნე­რი, და­ვით პა­პი­აშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­დის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­მო­შო­ბის ძი­რი­თად პრინ­ცი­პებ­ზე ისა­უბ­რებს და მათი გა­მო­ან­გა­რი­შე­ბის პრაქ­ტი­კულ მა­გა­ლი­თებს გა­ნი­ხი­ლავს.

მე­სა­მე ტრე­ნინ­გი ხში­რად დაშ­ვე­ბულ ფი­ნან­სურ შეც­დო­მებს შე­ე­ხე­ბა და მას, ონ­ლა­ინ ფორ­მატ­ში, 18 ნო­ემ­ბერს, ბიზ­ნეს­კონ­სულ­ტან­ტი, შალ­ვა ახ­რა­ხა­ძე გა­უ­ძღვე­ბა.

ნო­ემ­ბრის თვის კი­დევ ერთი ტრე­ნინ­გის თემა ექ­სპორ­ტის მარ­თვა იქ­ნე­ბა. შეხ­ვედ­რა ქუ­თა­ის­ში, 26 ნო­ემ­ბერს, ფი­ზი­კურ ფორ­მატ­ში ჩა­ტარ­დე­ბა და მას, გი­ორ­გი გუ­და­ბა­ძე, Savvy-ს ასო­ცი­რე­ბუ­ლი პარტნი­ო­რი ჩა­ა­ტა­რებს.

მე-5 ტრე­ნინ­გი ESG თე­მა­ტი­კას და­ეთ­მო­ბა და ის, ონ­ლა­ინ სივ­რცე­ში, 25 და 28 ნო­ემ­ბერს ჩა­ტარ­დე­ბა. შეხ­ვედ­რას სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნია „დე­ვე­ლო­რი“ გა­უ­ძღვე­ბა. ტრე­ნინ­გის ფარ­გლებ­ში, გან­ხი­ლუ­ლი იქ­ნე­ბა ისე­თი სა­კი­თხე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: მწვა­ნე და­ფი­ნან­სე­ბა, მწვა­ნე ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი და გა­მოწ­ვე­ვე­ბი.

თი­ბი­სის ბიზ­ნეს­გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა­ში ჩარ­თვა თი­ბი­სის ბიზ­ნეს­მომ­ხმა­რებ­ლებს წი­ნას­წა­რი რე­გის­ტრა­ცი­ით შე­უძ­ლი­ათ, ბმულ­ზე: ბიზ­ნეს გა­ნათ­ლე­ბა, სა­დაც კურ­სე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა­ცაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ტრე­ნინ­გებ­ზე დას­წრე­ბა უფა­სოა.

წარ­მა­ტე­ბა გზა­შია, მთა­ვა­რია გჯე­რო­დეს!

R