რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი მანჩო გიორგობიანზე?!
"ნეტა რამდენი დრო უნდა დაეთმოს მოძალადის დაკავების მოტივების ანალიზს ქვეყანაში, სადაც სამართალი, როგორც ასეთი, გაუქმებულია", - ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"გაგრელი ტანჯული დევნილი დააკავეს და ყავდათ გამოკეტილი ტროტუარიდან ფეხის ჩამოდგმისთვის, შვილებს აკავებენ დედის სოლიდარობისთვის და ვიღაც საზოგადოებისთვის საშიში მოძალადე ელემენტის დაკავების ანატომია რატომაა რამის მტკიცებულება, რომ დრო დაეთმოს, ვერ ვიგებ.
ის მუქარაც ხომ მხოლოდ იმის მტკიცებულებაა, რომ ავტორი საზოგადოებისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც საშიშია?" - წერს ჩერგოლეიშვილი.