"გადავწყვიტეთ, ლაშას სახელით..." - რესტორანი "ქვევრი" განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

"გადავწყვიტეთ, ლაშას სახელით..." - რესტორანი "ქვევრი" განცხადებას ავრცელებს

რესტორანი "ქვევრი", რომლის მფლობელი - ლაშა ბასლანძე 27 ოქტომბერს, 40 წლის ასაკში გარდაიცვალა, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. გუნდი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, გაჭირვებულ ოჯახებს, მოხუცთა თავშესაფრებს და ბავშვთა თავშესაფრებს ესტუმრონ და დაეხმარონ ლაშას სახელით:

"ლაშას ხსოვნის პატივსაცემად, მისი სიკეთე და თანაგრძნობა ყოველთვის გვახსოვს… სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, მისი სახელით დავეხმაროთ გაჭირვებულ ოჯახებსა და მოხუცთა თავშესაფრებს გავუზიაროთ მათ სითბო და საკვები, როგორც ამას თვითონ ლაშა გააკეთებდა. თუ იცით ადგილები, სადაც ადამიანები საჭიროებაში არიან ოჯახები, მოხუცთა თავშესაფრები, ბავშვთა თავშესაფრები ან ადამიანები, ვინც დახმარებას საჭიროებენ, გთხოვთ, კომენტარებში დაგვიწერეთ ან მოგვწერეთ პირადში. მადლობას გიხდით დაფასებისთვის!", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.