“რატომ უნდა შეიყვანო შეცდომაში შვილის ტოლი ბიჭები? რატომ არ დაურეკა მანჩო გიორგობიანმა მისთვის სანდო ხელისუფლების სანდო პატრულს?! ეს პროვოკაციაა - მკვეთრად სჩანს” - თაკო ჩარკვიანი მანჩო გიორგობიანზე
„მაინტერესებს! მანჩო გიორგობიანი არის საყოველთაოდ ცნობილი ,თავგადადებული მეხოტბე ამ ხელისუფლების , შემომწირველიც კი და .ა.შ. ახლა მე ვკითხულობ, მისთვის სანდო ხელისუფლების პატრულს რატომ არ დაურეკა საშველად. ღამე რატომ დაურეკა გარდაცვლილი შვილის მეგობრებს "მომეშველეთ , მირტყამენ მცემესო", - ამის შესახებ თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
"კითხვა ლეგიტიმურია, რა არის ეს, პროვოკაცია თუ რა????? რატომ უნდა შეიყვანო შეცდომაში შვილის ტოლი ბიჭები. რატომ?!
მე ამას არავის გამართლების გამო არ ვწერ. ვიდეოზეც ჩანს ყველაფერი, როგორ ეუბნება ეს ქალბატონი …..
და მაინც ღამე გარდაცვლილი მეგობრის დედა რომ გირეკავს, მცემენ მიშველეო, პირველი რეაქციაა,რ ომ ალბათ გარბიხარ საშველად, მით უფრო ამ დროში…..როცა სანდოობა დაკარგულია სამართადამცავების მიმართ. სამწუხაროდ, მოშლილია კანონი და სამართალი, აღარ არსებობს ობიექტურად გარკვევის სანდოობა,მექანიზმი ადამიანებისთვის.
აი, თავად რატომ არ დაურეკა მანჩო გიორგობიანმა მისთვის სანდო ხელისუფლების ,მისთვის სანდო პატრულს?!
მნიშვნელოვანი კითხვაა და ლეგიტიმური!
ეს პროვოკაციაა მკვეთრად სჩანს!", - წერს ჩარკვიანი.