"ვეს ტაკოი იმპაზანტნი, ვ შიკარნომ პალტო" - მანჩო გიორგობიანის სკანდალები: ნიკა მელიასთან ჩხუბიდან სუპერმარკეტში ცემა-ტყეპამდე - კვირის პალიტრა

"ვეს ტაკოი იმპაზანტნი, ვ შიკარნომ პალტო" - მანჩო გიორგობიანის სკანდალები: ნიკა მელიასთან ჩხუბიდან სუპერმარკეტში ცემა-ტყეპამდე

"სამართალდამცავებმა "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი, მანანა (მანჩო) ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, გვიან ღამით, ბრალდებულმა მანანა გიორგობიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომლებს - 2006 წელს დაბადებულ თ.მ.-ს და 2004 წელს დაბადებულ ე.მ.-ს, რის შემდეგაც დაუკავშირდა თავის ნაცნობს - 1996 წელს დაბადებულ ჯ.ჩ.-ს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, რა დროსაც მათ, სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარეტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე ექვსივე პირი. ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები - დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების ადგილსამყოფელის დადგენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც მოცემულ შემთხვევაში, ჯგუფურ ძალადობას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს", - ამბობენ უწყებაში და ამ ფაქტის ამსახველი კადრებიც გაავრცელეს.

უკვე ცნობილია, რომ მანჩო გიორგობიანი დაუკავშირდა მომღერალ მამუკა ჩარკვიანის ვაჟს, ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანს და სწორედ ის და მისი მეგობრები დაუპირისპირდნენ ფიზიკურად ხილიანზე, სუპერმარკეტ „სპარის" თანამშრომლებს. მომხდარში მისი ძმისშვილის მონაწილეობას ადასტურებს თაკო ჩარკვიანი. მისი თქმით, ჯაკო ჩარკვიანი დაკავებული არ არის, არ გამოუკითხავთ და არც არსად მიმალვას აპირებს. თაკო ჩარკვიანი ადასტურებს, რომ მის ძმისშვილს მანანა გიორგობიანმა დაურეკა და დახმარება სთხოვა.

„ჩემი ინფორმაციით, ამ ქალმა [მანანა გიორგობიანი] დაურეკა, მცემენ და მიშველეო, ის ჯაკოს გარდაცვლილი მეგობრის დედაა. ვიდეოშიც ისმის ფრაზა, „ახლა მე ბიჭებს დავურეკავო" და მერე ამბობს კიდეც, ამან, მეორემაც დამარტყა ხელიო. აბსოლუტურად შეცდომაში შეყვანაა ადამიანების... შვილის ხელა ბავშვებს რანაირად უნდა დაურეკო ქალმა, არ ვიცი.... გარდაცვლილი მეგობრის დედა რომ გირეკავს, მიშველე, მირტყამენ, მიშველეო, ჩახვალ, ადამიანური რეაქცია იყო. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვამართლებ, ნამდვილად ასე იყო. ძალიან ბევრი თვითმხილველია", - აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

“კლინიკაში მოხვდნენ ბიჭები, ერთს ჰქონდა მძიმე დაზიანება, თავში ურტყეს, თავის არეში აქვს დაზიანება. როგორც ვიცი, გამოწერეს კლინიკიდან. ეს ბიჭები "სპარში" დამხმარე თანამშრომლები არიან. კამერებშიც ჩანს, რა და როგორ მოხდა, რატომ დაუპირისპირდა ეს ქალი ბიჭებს,” - ამბობს "სპარის" ერთ - ერთი თანამშრომელი.

მანჩო გიორგობიანი დაკავებამდე, წინადღეს, შინაგან საქმეთა მინისტრს გელა გელაძეს სოციალურ ქსელში დაუპირისპირდა. მისი სტატუსიდან ჩანდა, რომ მისი გაღიზიანება ქუჩაში პოლიციის მიერ მისი ოჯახის წევრის გაჩერებას მოჰყვა.

"გელკა გელაძე ხარ თუ ვიღაცა, თავში ხომ არ აგივარდა, ბიჭო, აგწევთ ჰაერში მთელ შსს-ს და ჩამოგალაბორანტებ მინისტრობიდან! ჩემი ძმა ბესო კოტრიკაძეა გაჩერებული ქუჩაში, არაფრის გამო, ჩემთან წამალი მოაქვს, დედებს მოგიხნავთ თუ არ გამოუშვებთ და ჩემ გადაკიდებას გირჩევნია ორი ტომარა ცემენტი ათრიო. გაწყინათ ჩემმა ქებაიმ და დიდებაიმ! მაღლა-მაღლა რომ დაფრინავ, მზის სხივი კი არა ხარ, ჭრიჭინას ძერასავით მოგხსნი ჰაერში! ტყვიას ტყვიაში კი ვაჯენ, ნაბანდიტარი ვერელი ვარ, თან - ხილიანსკი!

ვახტანგ გომელაურს არც ჩემთან არც სხვასთან კაცობაში და მინისტრობაში არაფერი შეშლია და მსოფლიოში ყველაზე ჰუმანური პოლიცია გადმოგაბარა, ჰოდა კი დავაბრუნებთ ისევ მინისტრად, შე თავხედო, რას გვიბედავთ, სააკაშვილის პოლიციას აბრუნებ და რკინის მარწუხებს გვიჭერ?! როგორც გადმოგატრიალეთ, ისე გადაგატრიალებთ! ნუ დამაბრუნებ ძველ დროში, რესპუბლიკის კრიმპოლის უფროსი რომ მოვახსნევინე ბიძინაჩვენს, ქალაქის კრიმპოლის უფროსი, მისი მოადგილე, ქალაქის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ბიჭებს ნარკოტიკს რომ უდებდნენ, პატიმრებთან უსაქციელობისთვის მოვახსნევინე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი, მაშინ მინისტრზე მეტი უფლებებით იყო და ამ დეკეულს ზედ ქათამივით წავაკალი ბათუმის ციხის უფროსიც, მოვაბოლტინე ყველა!

მიფრთხილდით, ახალგაზრდებთან რამე არ შეგეშალოთ, მიუხედავად პოლიტიკური ორიენტაციისა, არ გამომიყვანოთ ქუჩაში, თორემ განახებთ პროტესტი რას ქვია, შტურმით რომ ავიღებთ მთელ სტრატეგიულ ობიექტებს! გავლენის აგენტი სალომე კი არ ვარ, ტრისტატიშიჩიანი მიტინგები ვშალო, გადაგივლით კატოკივით! ნე ბუდიტე ვო მნე ზვერია!"- დაწერა სოციალურ ქსელში მანჩო გიორგობიანმა, თუმცა მოგვიანებით მან ეს პოსტი სოციალური ქსელიდან აიღო.

ასეთი სტატუსის დაწერამდე ჰქონდათ თუ არა კითხვები სამართალდამცავებს მანჩო გიორგობიანთან, 2 ნოემბერს მომხდარ ფაქტზე, ეს ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია. არ არის გამორიცხული, რომ დაკავებამდე ის დაბარებული ჰყოლოდათ პოლიციაში, დაკითხვაზე და იქიდან გამოსულმა დაწერა შემდეგ ეს სტატუსი.

სავარაუდოდ, პროკურატურა ხვალ მიმართავს სასამართლოს, მანჩო გიორგობიანისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით.

მანჩო გიორგობიანი პირველად არ ეხვევა სკანდალში. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მისი სტატუსები ხშირად არის საზოგადოების განხილვის საგანი. ხშირად აკრიტიკებს "ნაციონალურ მოძრაობას" და ოპოზიციას.

ასევე, ალბათ, საზოგადოებას ახსოვს 2013 წლის 12 ოქტომბერს კაფე "ლა ტრუფეში" მომხდარი ინციდენტიც. მაშინ მომხდარზე გამოძიება ხულიგნობის მუხლით დაიწყო. პრესტიჟულ რესტორანში "ნაციონალური მოძრაობის" მაღალჩინოსნებსა და "ქართული ოცნების" მომხრეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მომხდარი ინციდენტის დროს სტუმართა ნაწილმა რესტორანი დატოვა, მათ შორის იყო "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი, მეუღლესთან ერთად. რესტორანში იყვნენ, ასევე, პარლამენტის წევრები, დეპუტატები: გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე, თინა ბოკუჩავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია, ნიკა მელია და მათთან ერთად კიდევ რამდენიმე პირი. მეორე მხარეს იყო მანჩო გიორგობიანი, ხათუნა დარბაისელი, მამუკა ბაკურია და ბექა მაზიაშვილი.

მანჩო გიორგობიანი მაშინ ამბობდა, რომ ჩხუბში ნიკა მელია განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა და რომ ჩხუბი ნიკა მელიამ დაიწყო. პოპულარული გახდა მანჩო გიორგობიანის ფრაზა ნიკა მელიასთან დაკავშირებით: "ვეს ტაკოი იმპაზანტნი, ვ შიკარნომ პალტო". "ნაციონალები" კი აცხადებდნენ, რომ როცა ისინი რესტორანში შევიდნენ, ბაკურია და გიორგობიანი ხმამაღლა იძახდნენ: "მკვლელები აქ არ უნდა შემოდიოდნენ, დაახვიეთ აქედან, ვაკე ჩვენია, ვაკეში ბოზების ქეიფის დრო დამთავრდაო".

"ჩვე­ნი მხრი­დან ბექა მა­ზი­აშ­ვი­ლია ხუ­ლიგ­ნო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი, სრუ­ლი­ად უსა­მარ­თლოდ, იმა­თი მხრი­დან მხო­ლოდ ნიკა მე­ლია, არა­და ისი­ნი ერ­თად მო­ვიდ­ნენ, ჩხუ­ბი და­ი­წყო მე­ლი­ამ და გაზ­დე­ლი­ან­მა, და მათ იმ წამ­სვე მოჰ­ყვნენ დათო საყ­ვა­რე­ლი­ძე, ვა­შა­ძე, გო­რო­ზია და და­ნარ­ჩე­ნე­ბი... ეს ჯგუ­ფუ­რი და­ნა­შა­უ­ლია. კბი­ლაშ­ვილ­მა (მაშინდელი გენპროკურორი - ავტ.) პი­რად კონ­ტროლ­ზე აიყ­ვა­ნა საქ­მე, მაგ­რამ რად­გან "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" კმა­ყო­ფი­ლე­ბი დარ­ჩნენ, აღარ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა. ჩვენ ვი­თომ არა­ფერ­ში ვით­ვლე­ბით.

მე­ლი­ას ჩხუ­ბამ­დე არც ვიცნობდით, რას მოგ­ვად­გა?! გა­მო­ძი­ე­ბამ არ ამო­ი­ღო და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძის და მე­ლი­ას მი­მო­წე­რა, ჩხუ­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე, მე ეჭვი მაქვს, რომ მან უბ­რძა­ნა ცნო­ბილ ზონ­დერებს - მე­ლი­ას და გაზ­დე­ლი­ანს ჩვე­ნი კა­ფე­დან გაყ­რა. ეტყო­ბა უნ­დო­დათ, მარ­ტო დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ და ექე­ი­ფათ. ინ­ცი­დენ­ტი ამო­წუ­რუ­ლი იყო, როცა ბარ­ში შე­მო­ვარ­დნენ ია­რა­ღი­ა­ნი პი­რე­ბი. ეს მე­ზობ­ლე­ბის ჩა­ნა­წე­რებ­შიც კარ­გად ჩანს. მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლის დაც­ვა მო­ვი­და, "მ4"-ის ტი­პის ავ­ტო­მა­ტუ­რი ია­რა­ღე­ბი ჰქონ­დათ, მან­ქა­ნის ნომ­რე­ბიც ჩანს ჩა­ნა­წერ­ში, პატ­რუ­ლი რომ არ მო­სუ­ლი­ყო, მოგ­ვკლავ­დნენ ცე­მით. ვინ იყ­ვნენ ისი­ნი, ვინ გა­მო­ი­ძა­ხა და რა­ტომ მო­ვიდ­ნენ, არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა გა­მო­ძი­ე­ბა. პატ­რულ­ში მხო­ლოდ ერთი ზარი შე­ვი­და, ისიც ჩვენ­მა მე­გო­ბარ­მა ხა­თუ­ნა დარ­ბა­ი­სელ­მა გა­მო­ი­ძა­ხა... ნაც-ხრო­ვის­თვის მეტი რა ხელ­შე­წყო­ბა უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ჯგუ­ფუ­რიც მო­უხ­სნეს და ბო­ლომ­დეც არ გა­მო­ი­ძი­ეს, გაზ­დე­ლი­ა­ნი მე რომ არ მეც­ნო, არა­ვინ და­ინ­ტრე­სე­ბუ­ლა მისი ამოც­ნო­ბით. ამას ჰქვია, კბი­ლაშ­ვილ­მა პი­რად კონ­ტროლ­ზე აიყ­ვა­ნა, მა­გა­რი " პა­ტი­ვი " გვცა...", - აცხადებდა მაშინ მანჩო გიორგობიანი.

ამ ინციდენტის მონაწილეები მაშინ დაკითხეს, საბოლოოდ სამართალდამცავებმა ხულიგნობის ბრალდება ამ ინციდენტზე ნიკა მელიას წაუყენეს.

დაპირისპირება მანჩო გიორგობიანს და ნიკა მელიას შორის მას შემდეგაც გაგრძელდა. მორიგი კონფლიქტი მათ შორის 2014 წელს 9 აპრილის მემორიალთან მოხდა. კერძოდ, გიორგობიანის თქმით, მელიასა და "ნაცმოძრაობის" წევრებს იქ მისვლის უფლება არ ჰქონდათ.

მანჩო გიორგობიანის განცხადებები და პოსტები სოციალურ ქსელში ხშირად ხდებოდა განხილვის საგანი. 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ ზოოპარკიდან გაქცეულმა ვეფხვმა ოთარ ცუხიშვილი დაგლიჯა. მაშინ მანჩო გიორგობიანი ზოოპარკის დირექტორის - ზურაბ გურიელიძის გადადგომას ითხოვდა.

"მო­ვი­თხო­ვოთ, რომ აფე­რის­ტმა გუ­რი­ე­ლი­ძემ და მის­მა გუნ­დმა და­ტო­ვოს ზო­ო­პარ­კი, იმ ტყუ­ი­ლე­ბის­თვის, რაც გვა­კად­რეს ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა­მაც ეს ნაწ­ვა­ლე­ბი ადა­მი­ა­ნი შე­ი­წი­რა...

თუნ­დაც "ვინ­მეს და­თან­ხმე­ბოდ­ნენ, ტყუ­ი­ლის თქმა­ში", ორ­ჯერ უა­რე­სი ნა­ძი­რლე­ბი და გა­თახ­სი­რე­ბუ­ლე­ბი ყო­ფი­ლან მა­შინ... ყო­ველდღე გვა­ტყუ­ებ­დნენ მტა­ცებ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ალ­ბათ, "ლევი" მხე­ცე­ბის გა­მო­ჩე­ნა არ უნ­დო­დათ, რად­გან, რო­გორც ყური მოვ­კა­რი, დათ­ვის ბე­ლე­ბი არ­სად არი­ან აღ­რი­ცხუ­ლე­ბი... ეს ის დი­რექ­ტო­რი გუ­რი­ე­ლი­ძე არ არის, ბი­ძი­ნა რომ ეუბ­ნე­ბო­და, ერთი წლის მა­რაგს ვი­ყი­დი, ცხო­ვე­ლე­ბის საჭ­მელსო და უარი რომ უთხრა, ფული უნ­დო­და ან­გა­რიშ­ზე... ვი­ძი­წე ლი...

და გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი დარ­ჩა.. (თუ სწო­რად მახ­სოვს, ბაბ­ლუ­ან­თან ვუს­მი­ნე, პირ­ველ გა­და­ცე­მა­ში) პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან ვი­თხოვ, ყუ­რა­დღე­ბით გა­მო­ი­ძი­ოს მათი საქ­მი­ა­ნო­ბა, არა მარ­ტო გულ­გრი­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არა­მედ - მტა­ცე­ბე­ლი ცხო­ვე­ლე­ბის "შავი ბა­ზა­რიც" მოჰ­კი­თხოს! და­ი­ჭე­რენ თუ არ და­ი­ჭე­რენ, ნაკ­ლე­ბად მა­ღელ­ვებს! და­ტო­ვოს თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტო­რო­ბა და ასე ძაან თუ უყ­ვარს ცხო­ვე­ლე­ბი, მომ­ვლე­ლად იმუ­შა­ოს, არა­ვინ უშ­ლის!" - წერდა მანჩო გიორგობიანი.

აღსანიშნავია, რომ მანჩო გიორგობიანმა რამდენიმე წლის წინ ტრაგედია გადაიტანა - მას შვილი გარდაეცვალა.