რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის დაკავებულ 70 წლის ვაჟა ბერიშვილის 1-დღიანი, ბექა აგულაშვილს 5-დღიანი, ანუკა გამსახურდიას კი 2-დღიანი  პატიმრობა შეეფარდა - კვირის პალიტრა

რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის დაკავებულ 70 წლის ვაჟა ბერიშვილის 1-დღიანი, ბექა აგულაშვილს 5-დღიანი, ანუკა გამსახურდიას კი 2-დღიანი  პატიმრობა შეეფარდა

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული 70 წლის ვაჟა ბერიშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მას მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის გადაწყვეტილებით 1-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

ის წუხელ, 21:45 საათზე დააკავეს, შესაბამისად, იზოლატორს დღეს, ამ დროს დატოვებს.

ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო მოსამართლე კობა ჩაგუნავამ დემონსტრანტი ბექა აგულაშვილიც. მას ადმინისტრაციული სახდელის სახით 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

ადმინისტრაციული სამართალდამრღვევად სცნეს ანუკა გამსახურდიასაც. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლოში კიდევ რამდენიმე პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან, რაც გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას გულისხმობს.