"2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 3 587 პირს მიენიჭა, მათგან 2 361 რუსეთის მოქალაქე იყო" - ევროკომისია
„2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 3 587 პირს მიენიჭა, უმეტესი მათგანი რუსეთიდან (2 361) იყო,“ - ამის შესახებ ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიშშია ნათქვამი.
„საქართველოს მოქალაქეობის მიღება შესაძლებელია დაბადებით, ნატურალიზაციით, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მოქალაქეობის აღდგენით, შვილად აყვანის ან მისი წარმოშობით.
როგორც წესი, აქ არ ხდება ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება, თუმცა პრეზიდენტს განსაკუთრებულ შემთხვევებში შეუძლია გასცეს ორმაგი მოქალაქეობის შენარჩუნების ნებართვა.
ქვეყანა საშუალებას აძლევს უცხოელებს, მიიღონ დროებითი ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა ინვესტიციების გზით.
2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 3587 პირს მიენიჭა, ეს მაჩვენებელი 476-ით მეტია 2023 წელთან შედარებით. გასულ წელს იმ პირებს შორის ვინც საქართველოს მოქალაქეობა მიიღო უმეტესი 2361 ადამიანი რუსეთის მოქალაქე იყო. შემდეგ არიან მოქალაქეები გერმანიიდან - 251 პირი და უკრაინიდან - 175,“ - ნათქვამია ანგარიშში.