"ქართული გენოტიპი ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში..." - რას აჩვენებს ქართველების გენეტიკური კვლევა და დნმ ტესტირებისას რომელი ერის წარმომადგენლებს ამოსდით ყველაზე ხშირად ქართული კოდი? - კვირის პალიტრა

"ქართული გენოტიპი ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში..." - რას აჩვენებს ქართველების გენეტიკური კვლევა და დნმ ტესტირებისას რომელი ერის წარმომადგენლებს ამოსდით ყველაზე ხშირად ქართული კოდი?

დღეს, რო­დე­საც გე­ნე­ტი­კუ­რი ტეს­ტი­რე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მია, სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში სულ უფრო ხში­რად ვრცელ­დე­ბა ვი­დე­ო­ე­ბი, რომ­ლებ­შიც ჩანს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი სა­კუ­თარ წარ­მო­მავ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­უ­ლოდ­ნელ აღ­მო­ჩე­ნებს აკე­თე­ბენ. ერთ-ერთი ასე­თი, თურ­ქი ქა­ლის ემო­ცი­უ­რი რე­აქ­ცია კი ნამ­დვილ ჰი­ტად იქცა.

ქალს, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა თურ­ქუ­ლი კულ­ტუ­რის ნა­წი­ლად თვლი­და თავს, DNA ანა­ლი­ზის შე­დე­გებ­მა ყვე­ლა წარ­მოდ­გე­ნა თავ­და­ყი­რა და­უ­ყე­ნა. ეკ­რან­ზე გა­მო­ტა­ნი­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის და­ნახ­ვი­სას, მან გა­ო­ცე­ბა ვერ და­მა­ლა და კა­მე­რას­თან და­ი­ჩივ­ლა:

“Ne? Türk değil miyim abi ben?” (რა? თურ­ქი არ ვარ, ძმაო, მე?!)

მისი ტეს­ტის შე­დე­გე­ბი კი ნათ­ლად მე­ტყვე­ლებს რე­გი­ო­ნულ გე­ნე­ტი­კურ სუ­რათ­ზე, რო­მელ­შიც ქარ­თულ და სომ­ხურ კვალს აშ­კა­რად წამ­ყვა­ნი ად­გი­ლი აქვს:

თურ­ქი ქა­ლის DNA ტეს­ტის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, მისი წარ­მო­მავ­ლო­ბა შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­და­ნა­წილ­და: ქარ­თუ­ლი - 43.6%, სომ­ხუ­რი - 37.5%, სამ­ხრეთ იტა­ლი­უ­რი - 15.6%, ქურ­თუ­ლი - 1.9%, ხოლო ბერ­ძნუ­ლი და ალ­ბა­ნუ­რი - 1.4%.

ეს არ არის ერ­თა­დერ­თი მსგავ­სი შემ­თხვე­ვა - რო­გორც ცნო­ბი­ლია, მსა­ხი­ობ­მა ბურ­ჯუ ბი­რი­ჯიქ­მაც ტეს­ტის შე­დე­გად გა­ი­გო, რომ 100%-ით ლაზი, ანუ ქარ­თვე­ლი იყო.

ამ სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნის ფონ­ზე, გა­დავ­წყვი­ტეთ, გე­ნე­ტი­კუ­რი კვლე­ვე­ბის თე­მა­ზე სტა­ტია მოგ­ვემ­ზა­დე­ბი­ნა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს ეთ­ნო­გე­ნე­ტი­კის კვლე­ვი­თი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ გი­ორ­გი ან­დრი­ა­ძე ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ "ქარ­თუ­ლი გე­ნო­ტი­პი ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სია".

გი­ორ­გი ან­დრი­ა­ძე:

- 2010 წელს და­ვა­არ­სეთ პირ­ვე­ლი სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­თი ცენ­ტრი, რო­მელ­საც ერ­ქვა კავ­კა­სი­ე­ლი და ანა­ტო­ლი­ე­ლი ხალ­ხე­ბის ეთ­ნო­გე­ნე­ზი­სის წარ­მო­მავ­ლო­ბის კვლე­ვის ცენ­ტრი. ეს არის ახა­ლი ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა და რო­დე­საც მსოფ­ლი­ო­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და, ვე­ცა­დეთ, ფეხი აგ­ვე­წყო. მით უმე­ტეს, გვყავ­და ახ­ლო­ბე­ლი, მე­გო­ბა­რი ივა­ნე ნა­სი­ძე - ცნო­ბი­ლი გე­ნე­ტი­კო­სი, რო­მე­ლიც მაქს პლან­კის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მუ­შა­ობ­და. მე ვი­ყა­ვი სა­პატ­რი­არ­ქოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე. მო­ვიწ­ვი­ეთ ვანო ნა­სი­ძე სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლად. ის ახლა უკვე გარ­დაც­ვლი­ლია. ქარ­თვე­ლი იყო ამ მეც­ნი­ე­რე­ბის სა­თა­ვე­ში. ეს მეც­ნი­ე­რე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­ზუს­ტით გვაჩ­ვე­ნებს გვა­რე­ბის ნა­თე­სა­ო­ბას და წარ­მო­მავ­ლო­ბას.

ჩვე­ნი მი­ზა­ნი იყო უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის, ლა­ზე­ბის, ფე­რე­იდ­ნე­ლე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და ქარ­თულ სამ­ყა­როს­თან გე­ნე­ტი­კუ­რი კავ­ში­რე­ბის დად­გე­ნა. პირ­ვე­ლი ანა­ლი­ზე­ბი ჩა­ვუ­ტა­რეთ ლა­ზებს და იმერ­ლებს, ეს ორი ქარ­თუ­ლი კუ­თხე შე­ვა­და­რეთ ერ­თმა­ნეთს. ანა­ლი­ზი კეთ­დე­ბო­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში, იქ ვგზავ­ნი­დით ანო­ნი­მურ ტესტს და ასეა ახ­ლაც. ეს არის სა­ერ­თა­შო­რი­სო ღია ბაზა. გე­ნე­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზის კოდი წე­რია და ვი­საც უნ­დო­და, თა­ვი­სი გვა­რი ჩა­წე­რა და ღიაა, ნა­წილს არ ჩა­უ­წე­რია და ის არის ანო­ნი­მუ­რი.

- შე­დე­გი რო­გო­რი იყო?

- იმი­ტომ არის ეს დნმ-კვლე­ვა ობი­ექ­ტუ­რი, რომ ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია ნათ­ლად და­ი­ნა­ხოს თა­ვი­სი ად­გი­ლი ამ დიდ გე­ნე­ტი­კურ ოჯახ­ში: რო­მელ გვარ­თან უფრო ახ­ლოს არის და რამ­დე­ნად, რამ­დე­ნი წლის წინ მოხ­და ამ გვარ­თან გა­ყო­ფა, ასე­ვე ჯგუ­ფის კუთ­ვნი­ლე­ბა, რა არე­ა­ლი­დან არის წარ­მო­შო­ბით.

ამ ობი­ექ­ტუ­რო­ბამ ნათ­ლად აჩ­ვე­ნა, რომ ქარ­თუ­ლი გე­ნო­ტი­პი არის ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი გე­ნო­ტი­პი, თუ ერ­თა­დერ­თი არა, მსოფ­ლი­ოს ხალ­ხებს შო­რის. მა­გა­ლი­თად, იმე­რეთ­ში სა­თაფ­ლი­ას გა­მოქ­ვა­ბულ­ში აღ­მოჩ­ნდა ჩონ­ჩხი, რო­მელ­საც ავუ­ღეთ გე­ნე­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზი და მას­ზე ძვე­ლი კო­დის მა­ტა­რე­ბე­ლი არა­ვინ არის მსოფ­ლი­ო­ში. ვრცლად