"ჯაკო ჩარკვიანი თავად მივიდა პოლიციაში დაკითხვაზე... კითხვები გვაქვს, რატომ დაურეკა შვილის ტოლ, ნასვამ ბიჭებს ამ ხელისუფლების მეხოტბე მანჩო გიორგობიანმა?"
პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი, ძმისშვილისა და მანჩო გიორგობიანს შორის დაკავშირებულ დანაშაულებრივ ფაქტზე სოციალურ ქსელში წერს:
ჯაკო ჩარკვიანი თავად მივიდა პოლიციაში დაკითხვაზე, ასე ვთქვათ, არც ერთი წუთით არ დამალულა. კითხვები ისევ გვაქვს, რატომ დაურეკა შვილის ტოლ ( ნასვამ) ბიჭებს ამ ხელისუფლების მეხოტბე მანჩო გიორგობიანმა, რატომ არ დაურეკა პატრულს და რატომ დაურეკა ისტერიით- კივილით" მცემეს მიშველეთო". რატომ არ დაურეკა პატრულს,( ეს კითხვა ლეგიტიმურია და ძალადობის გამართლების მიზნით არ ვსვამ, გამორიცხულია)კითხვა ლოგიკურია!
ცნობისთვის, 2 ნოემბერს, გვიან ღამით, სუპერმარკეტ „სპარში“ ორ თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცავებმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე მანანა გიორგობიანი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, მანანა გიორგობიანი დაუკავშირდა ჯაკო ჯანსუღ ჩარკვიანს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, რა დროსაც მათ, სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს.