აშშ-მა Minuteman III-ის ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოცადა - კვირის პალიტრა

აშშ-მა Minuteman III-ის ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოცადა

აშშ-მა Minuteman III-ის ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოცადა, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის საჰაერო ძალების გლობალური დარტყმების სარდლობა ავრცელებს.

"საჰაერო ძალების გლობალური დარტყმის სარდლობამ 2025 წლის 5 ნოემბერს კალიფორნიის შტატში მდებარე ვანდენბერგის კოსმოსური ძალების ბაზიდან შეუიარაღებელი [ბირთვული ქობინის გარეშე] Minuteman III-ის ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის საცდელი გაშვება განახორციელა“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, გამოცდის მიზანი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის სანდოობის, სამოქმედო მზადყოფნისა და სიზუსტის შემოწმება იყო.

Minuteman III-ის ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურმა რაკეტამ დაახლოებით 4200 მილი იფრინა და სამიზნეს მარშალის კუნძულებზე მდებარე რონალდ რეიგანის სახელობის ბალისტიკური რაკეტების საცდელ ცენტრში მიაღწია.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პენტაგონს ბირთვული იარაღის გამოცდის დაწყება გასულ თვეში დაავალა.

"ინტერპრესნიუსი"