"გაშტერებულები ვსხედვართ მთელი ოჯახი, იმ ბიჭებს, რამე რომ დამართოდათ, დავიღუპებოდით... თავისი ფეხით მივიდა ჯაკო პოლიციაში" - რას ამბობს ძმისშვილზე თაკო ჩარკვიანი?
თაკო ჩარკვიანის ინფორმაციით, მისი ძმისშვილი ჯაკო (ჯანსულ) ჩარკვიანი პოლიციაში თავად მივიდა დაკითხვაზე. AMBEBI.GE-სთან საუბარში თაკო ამბობს, რომ არ ამართლებს ძმისშვილის საქციელს და კადრების ნახვის შემდეგ გაოგნებულია.
"თავისი ფეხით მივიდა ჯაკო ადვოკატთან ერთად პოლიციაში, რამდენიმე საათი გავიდა უკვე. არ ვიცი რა ჩვენება მისცა, მაგრამ ფაქტი მოხდა ასე, ჟაკო და მისი მეგობრები სვამდნენ, ამ დროს დაურეკა მისი გარდაცვლილი მეგობრის დედამ მანჩო გიორგობიანმა კივილით, მიშველეთ, მცემესო. უთხრა რომ შველა სჭირდებოდა. მთვრალი ბიჭები მივიდნენ და მოხდა ის, რაც ვნახეთ კადრებში.. მე ვფიქრობ ჩემთვის, მთვრალები რომ არ ყოფილიყვნენ, შეიძლება გაერკვიათ დეტალები, მე არანაირად არ ვამართლებ ამ ქმედებას, ბევრმა რატომღაც აღიქვა ასე, რომ თითქოს ვამართლებ. არა, არავითარ შემთხვევაში არ ვამართლებ, კითხვებს ვსვამ და ვკითხულობ.
მანჩო გიორგობიანი ამ ხელისუფლების მეხოტბეა, შემომწირველი, ამ ქალმა რატომ არ დარეკა პოლიციაში? მისთვის ხომ არის სანდო პატრული. ამის ნაცვლად მთვრალ ბიჭებს დაურეკა. არანაირი გამართლება მომხდარს არ აქვს, შენი შვილის ყოლა ბიჭებს რატომ უნდა დაურეკო? პროვოკაცია მგონია ეს ყველაფერი. გაშტერებულები ვსხედვართ მთელი ოჯახი. ვრცლად