გასროლა იღლიაში, დაზიანებები ბლაგვი საგნით და სისხლიანი გარჩევები - ჯაკო ჩარკვიანის მძიმე კრიმინალური წარსული: "ორმეტრიანი ვაჟკაცი" - მამის სიმღერების ჩრდილში
შსს-ს უახლესი ინფორმაციით, ჯაკო ჩარკვიანის დაკავების გარდა, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, მათ შორის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, გლუვლულიანი თოფი და 110 ვაზნა, რომელსაც ის, სავარაუდოდ, უკანონოდ ინახავდა.
უწყების ცნობით, ამოღებულ ცეცხლსასროლ იარაღებსა და საბრძოლო მასალას შორის არის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, გლუვლულიანი თოფი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 110 ვაზნა.
„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი დაკავებულის ჯ.ჩ.-ს მიერ სავარაუდოდ უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცებადაა ამოღებული. მათ შორის: 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, გლუვლულიანი თოფი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 110 ვაზნა“, - აცხადებენ შსს-ში.
ჯაკო ჩარკვიანი პოლიციას ჩაბარდა - მომღერლის შვილის მძიმე კრიმინალური წარსული, პროვოკაციაზე საუბარი და დეტალები "სპარის" ინციდენტზე
სუპერმარკეტ „სპარის“ ორი თანამშრომლის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეებიდან ერთ-ერთი, მომღერალ მამუკა ჩარკვიანის შვილი, ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანი, სამართალდამცავებს ჩაბარდა.
ინფორმაცია მისმა მამიდამ, პოლიტიკოსმა თაკო ჩარკვიანმა დაუდასტურა. საქმე, რომლის ირგვლივაც საზოგადოებრივი ინტერესი განსაკუთრებით მაღალია, ჯგუფურ ძალადობასა და მის ორგანიზებას გულისხმობს.
"თავად ჩაბარდა პოლიციას" - დეტალები "სპარის" თანამშრომლებზე ჯგუფურ თავდასხმაზე.
ფაქტი 2 ნოემბერს, გვიან ღამით, სუპერმარკეტ "სპარში“ მოხდა, რა დროსაც ორ თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცავებმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე უკვე დააკავეს მანანა გიორგობიანი.
შსს-ს ცნობით, სწორედ მანანა გიორგობიანი დაუკავშირდა ჯაკო ჯანსუღ ჩარკვიანს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა. მათ სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მამიდამ, თაკო ჩარკვიანმა "ინტერპრესნიუსთან" ისაუბრა ინციდენტის დეტალებზე და განაცხადა, რომ მისი ძმისშვილი რამდენიმე საათის წინ თავად ჩაბარდა პოლიციას.
თაკო ჩარკვიანი მომხდარს პროვოკაციას უწოდებს და ამბობს, რომ არ იყო „სწორი ახალგაზრდა ბიჭებისთვის დარეკვა“, როდესაც გიორგობიანს შეეძლო თავისი ნათესავებისთვის დაერეკა. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, მანანა გიორგობიანი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.
- ასევე დაგაინტერესებთ: "მამიდა ინ ექშენ... ნეტავ, დაზარალებულს არ მოსთხოვდეთ იქით პასუხს იმაზე, რომ ბაბუამისს ჯანუკი არ ერქვა" - თეა წულუკიანი თაკო ჩარკვიანზე
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს.
ვინ არის ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანი? - მამუკა ჩარკვიანის მეორე ქორწინება და შვილის ოჯახი
ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანი ცნობილი მომღერლისა და კომპოზიტორის, მამუკა ჩარკვიანის, მეორე ქორწინებიდან შეეძინა. ჯაკოს დედა გახლავთ ირმა დოლიძე, რომელიც მომღერალმა საკუთარ ეზოში გაიცნო და შეუყვარდა.
რაც შეეხება თავად ჯაკო ჩარკვიანის პირად ცხოვრებას, მედიაში არსებული ინფორმაციით, ის დაოჯახებულია და ჰყავს ერთი გოგონა. ძმის შვილის ქორწილის და შვილის შეძენის შესახებ სხვადასხვა დროს, მამიდის თაკოს სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი, რადგან თავად ჯაკო სოციალურ ქსელში არ აქტიურობს.