გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი, რომელიც კონსულტაციებისთვის იყო გაწვეული, საქართველოში დაბრუნდა - კვირის პალიტრა

გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი, რომელიც კონსულტაციებისთვის იყო გაწვეული, საქართველოში დაბრუნდა

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, - ინფორმაციას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

„თბილისში გერმანიის ელჩი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ დღეს საქართველოში დაბრუნდა. ის ჩვენი სრული მხარდაჭერით განაგრძობს თავის ერთგულ საქმიანობას“, - წერს გერმანიის საგარეო უწყება.

ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ელჩი პეტერ ფიშერი რამდენიმე კვირის წინ კონსულტაციებისთვის გაიწვია.

"ინტერპრესნიუსი"