"საქართველოში მიმდინარე პროცესი სრულად იმეორებს იმას, რაც საუკუნის დასაწყისში ვიხილეთ რუსეთში" - გია ხუხაშვილი ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ საქმის აღძვრაზე - კვირის პალიტრა

"საქართველოში მიმდინარე პროცესი სრულად იმეორებს იმას, რაც საუკუნის დასაწყისში ვიხილეთ რუსეთში" - გია ხუხაშვილი ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ საქმის აღძვრაზე

"რუსული ტიპის რეჟიმის ფორმირებას აქვს თავისი მწყობრი ლოგიკა და ის ხელმძღვანელობს იმპერიული სპეც.სამსახურების მიერ თავის დროზე შემუშავებული შესაბამისი ალგორითმით", - ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი წერს.

"საქართველოში მიმდინარე პროცესი სრულად იმეორებს იმას, რაც საუკუნის დასაწყისში ვიხილეთ რუსეთში.განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ამჯერად გათვალისწინებულია ის ხარვეზები, რაც რუსეთში იქნა დაშვებული.

ამასთანავე, პროცესი ბევრად უფრო სწრაფად და ინტენსიურად მიმიმდინარეობს.როგორც ჩანს, კრემლი ჩქარობს, რათა არაერთგვაროვანი საერთაშორისო ვითარების და შიდა სამოქალაქო წინააღმდეგობის ფონზე, პროცესი შეუქცევადი გახადოს…" - წერს ხუხაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"

პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო