"ოღონდ მიშა არა, ვინც გინდა ისო,  ხომ ამბობდით?! ჰოდა მიირთვით..." - ნანუკა ჟორჟოლიანი ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ საქმის აღძვრაზე - კვირის პალიტრა

"ოღონდ მიშა არა, ვინც გინდა ისო,  ხომ ამბობდით?! ჰოდა მიირთვით..." - ნანუკა ჟორჟოლიანი ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ საქმის აღძვრაზე

"აბა ვის გეგონათ, რომ როდესმე პოლიტიკოსებს გარეთ გამოუშვებდნენ. გამოდით უნდა დაგთვალოთ", - ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს.

"მათ შორის ისინიც, ვინც ქვეყანა გადააყოლეთ კომპლექსებს და მიშას სიძულვილს. ყველას თანაბრად მოგხვდათ ქოცური მათრახი.

ოღონდ მიშა არა, ვინც გინდა ისო, ხომ ამბობდით?! ჰოდა მიირთვით...", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

როკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო