წარუმატებელი ქორწინება ქართველ ქალთან, შეიხი მამა და ქველმოქმედება: საქართველოზე შეყვარებული ერაყელი "ტიკტოკერის" ცხოვრება - კვირის პალიტრა

წარუმატებელი ქორწინება ქართველ ქალთან, შეიხი მამა და ქველმოქმედება: საქართველოზე შეყვარებული ერაყელი "ტიკტოკერის" ცხოვრება

ია­სენ იბ­რა­ჰიმს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ძი­რი­თა­დად, "ხუ­ჭუ­ჭა­თი" იც­ნო­ბენ. ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი უცხო­ე­ლი ტი­კტო­კე­რია, რო­მელ­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 450 ათას­ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავს. თუმ­ცა, მი­ლი­ო­ნე­რის იმიჯ­სა და ძვი­რად ღი­რე­ბულ მან­ქა­ნებ­თან ერ­თად, ია­სე­ნის სა­ხე­ლი ბევ­რს ქველ­მოქ­მე­დე­ბას­თან და, გან­სა­კუთ­რე­ბით, ბავ­შვე­ბის დახ­მა­რე­ბას­თან უკავ­შირ­დე­ბა.

ის არის ერა­ყე­ლი, რომ­ლის მა­მაც დუ­ბა­ი­ში შე­ი­ხია. თა­ვად ია­სე­ნი თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის წლის ასაკ­ში ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, და­ო­ჯახ­და ქარ­თველ ქალ­ზე, და­ა­არ­სა ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნია და ენა ქარ­თულ ოჯახ­ში ცხოვ­რე­ბი­სას ის­წავ­ლა. ის არას­დროს მა­ლავ­და სიყ­ვა­რულს სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ, მა­გა­ლი­თად, ორი წლის წინ, რა­ჭის სტი­ქი­ის დროს, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს პი­რა­დად ჩა­უ­ტა­ნა პრო­დუქ­ტე­ბი.მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ია­სენ იბ­რა­ჰი­მი ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ შე­მო­დის. ის დუ­ბა­ი­ში ცხოვ­რობს, ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან და­შო­რე­ბუ­ლია და ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლის ნახ­ვის სურ­ვი­ლი ამოძ­რა­ვებს.

ინ­ტერ­ვი­უ­ში ტი­კტო­კე­რი გვიყ­ვე­ბა ომის ფონ­ზე გა­ტა­რე­ბულ ბავ­შვო­ბა­ზე, რო­გორ და­უ­ახ­ლოვ­და ქარ­თვე­ლებს, რა­ტომ წა­არ­თვეს ქო­ნე­ბა და ბიზ­ნე­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლის შემ­დეგ, და რა უსა­მარ­თლო­ბას გა­ნიც­დის ქვე­ყა­ნა­ში შე­მოს­ვლის აკ­რძალ­ვის გამო.

- ბავ­შვო­ბა ერაყ­ში გა­ვა­ტა­რე, იქი­დან ვარ, მაგ­რამ სულ ომი და არე­უ­ლო­ბა იყო. ოჯა­ხი ჯერ თურ­ქეთ­ში გა­და­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად, სა­დაც ბიზ­ნე­სი და­ვი­წყეთ, შემ­დეგ იქ გა­ვი­ცა­ნით ქარ­თვე­ლე­ბი და და­ვახ­ლოვ­დით. სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ძმას­თან ჩა­მო­ვე­დი, რო­მე­ლიც სა­მე­დი­ცი­ნო­ზე სწავ­ლობ­და. ის ჩემ­ზე უფ­რო­სია, დიდი ხა­ნია და­ამ­თავ­რა და ახლა დე­დას­თან ერ­თად ავ­სტრი­ა­ში ცხოვ­რობს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, 17-18 წლის ვიქ­ნე­ბო­დი, ზუს­ტად არ მახ­სოვს. ძა­ლი­ან მომ­წონ­და ქარ­თუ­ლი ენა, გა­ვი­ჩი­ნე ბევ­რი მე­გო­ბა­რი, ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნია და­ვა­არ­სე, მუ­შა­ო­ბა მა­შინ­ვე და­ვი­წყე. ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ ქარ­თულ ოჯახ­თან ვცხოვ­რობ­დი და ენა მათ­თან ვის­წავ­ლე. დღემ­დე მაქვს მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, აქაც ჩა­მო­დი­ან ხოლ­მე.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ო­ჯახ­დით, თუ არ ვცდე­ბი...

- დიახ, 2018 წელს მო­ვიყ­ვა­ნე ქარ­თვე­ლი ცოლი. ახლა დუ­ბა­ი­ში ვცხოვ­რობ, ცოლ­თან და­შო­რე­ბუ­ლი ვარ, ერ­თად აღარ ვცხოვ­რობთ. ერთი გო­გო­ნა მყავს, 7 წლის.

- რო­გორც გა­ვარ­კვიე, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის უფ­ლე­ბა არ გაქვთ ახლა, შე­გიძ­ლი­ათ მო­მიყ­ვეთ, რა მოხ­და?

- ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ბუ­თე­ბი და­ლა­გე­ბუ­ლი მაქვს, არ მაქვს პრობ­ლე­მე­ბი, მაგ­რამ იმე­დი მაქვს, ეს მთავ­რო­ბა მი­ხე­დავს ყვე­ლა­ფერს. ძა­ლი­ან დიდი უსა­მარ­თლო­ბა გა­ვი­ა­რე. არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ მაქვს, არც ჯა­რი­მა, არ მჭირ­დე­ბა ვიზა, ვა­დი­ა­ნი პას­პორ­ტი მაქვს, სამ­სა­ხუ­რი, შვი­ლი მყავს იქით. მაგ­რამ მო­ვე­დი და სა­ზღვარ­ზე მი­თხრეს, რომ არ შე­მიშ­ვებ­დნენ. მი­ზეზს არ მიხ­სნი­ან. ბო­ლოს სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი წლის წინ ვი­ყა­ვი. შემ­დეგ შვი­ლი სკო­ლა­ში მინ­დო­და შე­მეყ­ვა­ნა, ხომ იცით, ბავ­შვს უხა­რია პირ­ველ დღეს, როცა მშობ­ლე­ბი მას­თან ერ­თად არი­ან და უარს მე­უბ­ნე­ბი­ან, თო­რემ არ ვა­პი­რებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბას. ვრცლად