2 ფეხბურთელი პირველად მოხვდა ნაკრების სიაში - ვინ არიან დებიუტანტები?
საქართველოს ნაკრები 15 და 18 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით ორ შეხვედრას თბილისსა და სოფიაში გამართავს.
ვილი სანიოლმა ესპანეთთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა. ორმა ფეხბურთელმა სანაკრებო გამოძახება პირველად მიიღო. მათ შორის არიან ესპანური "კადისის" 25 წლის მოთამაშე იური ტაბატაძე და სლოვაკური "ჟილინას" 20 წლის ფეხბურთელი ალექსანდრე ნარიმანიძე. საქართველოს ნაკრები მატჩებისთვის მოსამზადებელ ეტაპს 10 ნოემბერს, თბილისში დაიწყებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობამეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი) ვრცლად