კოსმოსური კრიზისი, რომელმაც ოდესღაც შეცვალა კაცობრიობის ბედი, შესაძლოა მალე კვლავ განმეორდეს
41 000 წლის წინ დედამიწა ძალიან ახლოს იდგა აპოკალიფსური სცენარს აღსრულებასთან, მაშინ როდესაც მისი მაგნიტური ველი თითქმის მთლიანად მოიშალა.
პლანეტის ისტორიაში ეს ეპიზოდი ცნობილია როგორც “ლაშამპის ექსკურსია“, რომლის განმავლობაში, მაგნიტურ ველში დროებითი რღვევის გამო, დედამიწა, ფაქტობრივად, კოსმოსური რადიაციისგან დამცავი თავისი ბუნებრივი ფარის გარეშე დარჩა.
საბედნიეროდ ეს არ ყოფილა პოლუსების სრული ცვლა (როდესაც ჩრდილოეთი და სამხრეთი ადგილებს იცვლიან) მაგრამ, რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში დედამიწის მაგნიტური ველის ძალის მაჩვენებელი ნორმალური დონის 10%-ზე დაეცა, რის შედეგადაც პლანეტა სრულიად დაუცველი დარჩა კოსმოსური ზემოქმედების მიმართ. ჩრდილოეთის ნათებებმა, რომლებიც ჩვეულებრივ პირობებში მხოლოდ პოლარულ ზონებში ჩნდება, ზომიერ სარტყელსაც მიაღწია - ისეთ რეგიონებს, სადაც მსგავსი ფენომენი მანამდე არასოდეს დაფიქსირებულა. კოსმოსიდან მომავალმა რადიაციულმა გამოსხივებამ ხმელთაშუა ზღვამდე მიაღწია და მრავალ ბიოლოგიურ სახეობაში გენეტიკური მუტაციები და სიკვდილიანობა გამოიწვია.
ჟურნალ Science Advances-ის თანახმად, ჩვენი წინაპრების დიდმა ნაწილმა თავი მღვიმეებს შეაფარა, სხვები მზის სხივებისგან თავის დასაცავად ტანსაცმლის დახვეწას შეუდგნენ. ვრცლად