"ლაშა მთელ თავის რესურსს დებდა სანტის აღზრდაში. ზუსტად ისეთი კაცი დადგება, როგორიც მისი მამიკო იყო" - რას წერს ლაშა ბასლანძის შვილის ნათლია? - კვირის პალიტრა

"ლაშა მთელ თავის რესურსს დებდა სანტის აღზრდაში. ზუსტად ისეთი კაცი დადგება, როგორიც მისი მამიკო იყო" - რას წერს ლაშა ბასლანძის შვილის ნათლია?

სალომე ბაკურაძისა და ლაშა ბასლანძის შვილის ნათლია - თემო პირველაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"ჩემი სიყვარულია ეს ბიჭი, "სანტი-ბასლა", ზუსტად ისეთი კაცი დადგება, როგორიც მისი მამიკო იყო, სხვაგვარად არ არსებობს, ლაშა მთელ თავის რესურსს დებდა სანტის აღზრდაში და ზუსტად ვიცი, 100%-ით გაამართლებს.

ვინც იცნობს სანტიკოს, დამეთანხმება.

მიყვარხარ, ნათლი და სანამ პირში სული მიდგას, ჩემი შვილების გვერდით იქნები მუდამ".

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი და მუსიკალური პროდიუსერი, ლაშა ბასლანძე 27 სექტემბერს იტალიაში, გულის შეტევით გარდაიცვალა.