"ლაშა მთელ თავის რესურსს დებდა სანტის აღზრდაში. ზუსტად ისეთი კაცი დადგება, როგორიც მისი მამიკო იყო" - რას წერს ლაშა ბასლანძის შვილის ნათლია?
სალომე ბაკურაძისა და ლაშა ბასლანძის შვილის ნათლია - თემო პირველაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
"ჩემი სიყვარულია ეს ბიჭი, "სანტი-ბასლა", ზუსტად ისეთი კაცი დადგება, როგორიც მისი მამიკო იყო, სხვაგვარად არ არსებობს, ლაშა მთელ თავის რესურსს დებდა სანტის აღზრდაში და ზუსტად ვიცი, 100%-ით გაამართლებს.
ვინც იცნობს სანტიკოს, დამეთანხმება.
მიყვარხარ, ნათლი და სანამ პირში სული მიდგას, ჩემი შვილების გვერდით იქნები მუდამ".
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი და მუსიკალური პროდიუსერი, ლაშა ბასლანძე 27 სექტემბერს იტალიაში, გულის შეტევით გარდაიცვალა.