„პალიტრა L“ „თბილისის წიგნის დღეებზე“ ფასდაკლებებითა და სიურპრიზებით გიმასპინძლებთ - კვირის პალიტრა

„პალიტრა L“ „თბილისის წიგნის დღეებზე“ ფასდაკლებებითა და სიურპრიზებით გიმასპინძლებთ

ტრადიციული ლიტერატურული თავგადასავალი გრძელდება - 14-15-16 ნოემბერს, „ექსპო ჯორჯიას“ მეთერთმეტე პავილიონი „თბილისის წიგნის დღეებს“ უმასპინძლებს. გამომცემლობა „პალიტრა L“ კი კვლავ გპირდებათ ფასდაკლებებსა და საინტერესო აქტივობებს მთელი ოჯახისთვის.

pohdnf3m-1762505035.jpeg

„თბილისის წიგნის დღეებზე“ დაგხვდებათ წიგნების მრავალფეროვანი არჩევანი, კერძოდ, მხატვრული, პროფესიული, სამეცნიერო, საბავშვო, სასწავლო და სხვა ჟანრის ლიტერატურა. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება თამაშების, სურვენირებისა და საჩუქრების ფართო ასორტიმენტი.

ჩაინიშნე 14-15 და 16 ნოემბერი, ესტუმრე „ექსპო ჯორჯიას“ და შეხვდი შემოდგომის ცივ დღეებს საკითხავი წიგნებით მომზადებული.

R