"სამწუხაროდ, ის წკრიალა ხმები აღარ არის... სასტიკი წინააღმდეგი ვარ, რომ ფონოგრამაზე გამოვიდეთ" - გია ნაცვლიშვილის გზა ფიზიკოსობიდან "4 გიამდე" - კვირის პალიტრა

"სამწუხაროდ, ის წკრიალა ხმები აღარ არის... სასტიკი წინააღმდეგი ვარ, რომ ფონოგრამაზე გამოვიდეთ" - გია ნაცვლიშვილის გზა ფიზიკოსობიდან "4 გიამდე"

გია ნაც­ვლიშ­ვი­ლი ფი­ზი­კო­სია, 1979 წლი­დან 28 წელი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ბირ­თვუ­ლი ფი­ზი­კის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მუ­შა­ობ­და. "ცუდი ფი­ზი­კო­სი ნამ­დვი­ლად არ ვი­ყა­ვი. უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან წა­მოს­ვლის შემ­დეგ, ორ­ჯერ მქონ­და შე­თა­ვა­ზე­ბა, უკან დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ფი­ზი­კა ჩემ­თვის უკვე დამ­თავ­რდა,“ - გვე­უბ­ნე­ბა გია ნაც­ვლიშ­ვი­ლი...

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არის ფი­ზი­კო­სი, პე­და­გო­გი, სიმ­ღე­რე­ბის ავ­ტო­რი და მომ­ღე­რა­ლი, მა­სობ­რი­ვად მა­ინც კვარ­ტე­ტი­დან "4 გია" გა­იც­ნეს. რო­გორ მო­ვი­და ამ პო­პუ­ლა­რულ ჯგუ­ფამ­დე, რა გზა გა­ი­ა­რა "4 გი­ას­თან" ერ­თად, ამა­ზე მისი ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

- მუ­სი­კა ჩემ­თან ალ­ბათ და­ბა­დე­ბი­დან იყო, - ბე­ბი­ე­ბი, პა­პე­ბი - ორი­ვე მხრი­დან საკ­მა­ოდ კარ­გი მუ­სი­კო­სე­ბი მყავ­და. დედა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­თე­მა­ტი­კო­სი გახ­ლდათ, ძა­ლი­ან კარ­გად უკ­რავ­და ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე, დამ­თავ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და მუ­სი­კა­ლუ­რი ტექ­ნი­კუ­მი. მა­მა­ჩემს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ოპე­რა, ხში­რად და­დი­ო­და სპექ­ტაკლზე და ოპე­რა კარ­გად იცო­და. მა­მის მხრი­დან მყავს ცნო­ბი­ლი მუ­სი­კო­სი პავ­ლე დე­მუ­რიშ­ვი­ლი, ასე­ვე ლოტ­ბა­რი - შალ­ვა სი­ხა­რუ­ლი­ძე. ჩემი და - თინა ნაც­ვლიშ­ვი­ლი, გარ­და იმი­სა, რომ მუ­სი­კათმცოდ­ნეა, ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რე­ბის ტექ­სტე­ბის ავ­ტო­რიც, მათ შო­რის, ბევ­რი ჰი­ტის.

- მერე ისე მოხ­და, რომ მუ­სი­კის პე­და­გო­გიც გახ­დით, ხომ?

- პა­ტა­რა ის­ტო­რი­ას მოვ­ყვე­ბი: ბნელ 90-ია­ნებ­ში მე და ნუგ­ზარ კვა­შალ­მა გა­დავ­წყვი­ტეთ, სა­ბავ­შვო სტუ­დია დაგ­ვე­არ­სე­ბი­ნა. ჩემი და მა­შინ ჯა­ზის აკა­დე­მი­ა­ში მუ­შა­ობ­და და სტუ­დი­ის გახ­სნა იქ გა­და­წყდა. დავ­ნიშ­ნეთ კას­ტინ­გი, მო­ვიდ­ნენ ბავ­შვე­ბი, მაგ­რამ ნუგ­ზა­რი არ ჩან­და, თურ­მე სა­მუ­შა­ოდ მოს­კოვ­ში წა­ვი­და. გა­და­ვი­რიე, ბავ­შვებ­თან მუ­შა­ო­ბის არა­ვი­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა არ მქონ­და. ხალ­ხს ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დე და ვუ­თხა­რი, რომ ამის გა­კე­თე­ბას მარ­ტო ვერ შევ­ძლებ­დი. მშობ­ლე­ბი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ - გვინ­და ბავ­შვე­ბი თქვენ­თან მო­ვიყ­ვა­ნო­თო. ცუდ დღე­ში ჩავ­ვარ­დი...

აკა­დე­მი­ა­ში ერთი კარ­გი გოგო, მაკა გამ­ყრე­ლი­ძე სწავ­ლობ­და, რო­მე­ლიც დღეს ჯა­ზის სე­რი­ო­ზუ­ლი მომ­ღე­რა­ლია და მას­თან ერ­თად და­ვი­წყე სტუ­დი­ის შე­ნე­ბა. იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, სიმ­ღე­რე­ბიც და­მე­წე­რა, არან­ჟი­რე­ბე­ბიც გა­მე­კე­თე­ბი­ნა და ასე შევ­ქმე­ნით სტუ­დია „ექ­სპრომ­ტი“. სხვა­თა შო­რის, ჩვენ­თან ბევ­რი კარ­გი ბავ­შვი იყო, რომ­ლე­ბიც დღეს ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან... რად­გან სიმ­ღე­რე­ბის წერა და­წყე­ბუ­ლი მქონ­და, სხვე­ბის­თვი­საც ვწერ­დი... პე­და­გო­გო­ბას ასე ავუ­ღე ალღო. ბოლო დროს გა­დავ­წყვი­ტე, ჩემს პე­და­გო­გო­ბა­ში რა­ღაც ახა­ლი შე­მე­ტა­ნა - ბავ­შვებს გი­ტა­რა­ზე ცოტა სხვა მე­თო­დით ვა­მე­ცა­დი­ნებ. არა­ვის ვაკ­რი­ტი­კებ, მაგ­რამ ვას­წავ­ლი მუ­სი­კას და მგო­ნი, არ ვარ ცუდი მას­წავ­ლე­ბე­ლი. ბევრ მოს­წავ­ლეს­თან ერ­თად არ ვმუ­შა­ობ - მაქ­სი­მუმ 2-3. ვფიქ­რობ, რომ კარგ საქ­მეს ვა­კე­თებ. გააგრძელეთ კითხვა