ოქროს ფასი გაიზარდა - რა ღირს 1 გრამი საქართველოში?
გლობალურ ბაზრებზე ოქროს ფასი დღის ჭრილში 0.44%-ით გაიზარდა. კერძოდ, Gold Price-ის მონაცემებით, ბოლო ვაჭრობის შედეგად 1 უნცია ოქრო ბირჟებზე 4 001 დოლარად ივაჭრება.
აღსანიშნავია, რომ ფასები ბოლო ერთ თვეში 0.58%-ით, ხოლო გასული ერთი წლის განმავლობაში 48%-ით არის გაძვირებული.
ოქროს პარალელურად, 0.24%-ით გაიზარდა ვერცხლის ფასიც. 1 უნცია მსოფლიო ბირჟებზე ამჟამად 48.3 დოლარად ივაჭრება, რაც თვის ჭრილში 0.87%-ით შემცირებული, ხოლო წლიურად 54%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. გააგრძელეთ კითხვა