რა იწვევს ყელში გაჩხერილი ბურთის შეგრძნებას
ყელში „ბურთის“ ან „გაჩხერილი საგნის“ შეგრძნება ხშირად გვხვდება და საკმაოდ შემაწუხებელია და რა არის ყელში ბურთის შეგრძნების მიზეზი? - ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი უცნობია. ზოგიერთი სპეციალისტი თვლის, რომ მიზეზი ყლაპვაში მონაწილე კუნთების არაკოორდინირებული შეკუმშვაა ყლაპვის პროცესი ადამიანისათვის შეუმჩნეველი და იოლი რომ იყოს, მასში მონაწილე ყველა კუნთი გარკვეული თანამიმდევრობით უნდა შეიკუმშოს და მოდუნდეს.
ყელში ბურთის შეგრძნებისას კი ყლაპვაში მონაწილე ყველა კუნთი არ დუნდება. ეს განაპირობებს უცხო სხეულის არსებობის შეგრძნებას. უშუალოდ ყლაპვისას კი კუნთის მექანიკური გაღიზიანება მის მოდუნებას იწვევს და არასასიამოვნო შეგრძნებაც ქრება.
რა იწვევს ამ შეგრძნებას?
სტრესი და შფოთვა: ეს არის ყველაზე ხშირი მიზეზი. ძლიერი სტრესის დროს კისრისა და ყელის კუნთები იჭიმება, რაც იწვევს "ბურთის" შეგრძნებას. ამ დროს ყლაპვა არ არის გაძნელებული.
გასტროეზოფაგური რეფლუქსი: კუჭის მჟავის საყლაპავში ამოსვლა აღიზიანებს ყელის ლორწოვან გარსს, რაც იწვევს დისკომფორტს და უცხო სხეულის შეგრძნებას.
ფარისებრი ჯირკვლის გადიდება: გადიდებულმა ფარისებრმა ჯირკვალმა შეიძლება ზეწოლა მოახდინოს ტრაქეაზე ან საყლაპავზე და გამოიწვიოს მსგავსი შეგრძნება.
სიმსივნე: იშვიათად, მაგრამ ყელის, ხახის ან საყლაპავის სიმსივნეებმა შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება და უცხო სხეულის შეგრძნება.
როგორ დიაგნოსტირდება პრობლემა?
ექიმი, პირველ რიგში, გამორიცხავს ფიზიკურ მიზეზებს.
ფიზიკური გასინჯვა: ექიმი შეამოწმებს ყელს, ენასა და ფარისებრ ჯირკვალს.
ლარინგოსკოპია: კამერით აღჭურვილი მოწყობილობის საშუალებით ხდება ყელის, ხახის და ვოკალური იოგების დათვალიერება.
გასტროსკოპია: თუ ეჭვი გასტროეზოფაგურ რეფლუქსზე მიიტანა, ექიმი დაგინიშნავთ გასტროსკოპიას.
როგორ მოვიქცეთ?
თუ სიმპტომები ხშირი სტრესით არის გამოწვეული, ეცადეთ, დაამშვიდოთ ნერვული სისტემა. ასეთ დროს ძალიან ეფექტურია სპაზმოლიტიკები.
თუ სპაზმოლიტიკები უშედეგოა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან ეს შესაძლოა საყურადღებო პრობლემის ნიშანი იყოს.
თამარ მამაცაშვილი